Posts Tagged ‘ბიოფსია’
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ხორხის კიბო – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.)უხშირესად გვხვდება 40 წელს გადაცილებულ მამაკაცებში. სიმპტომები. აზიანებს ხორხის ზედა (ხორხსარქველი, წინა იოგები), შუა (ხმის იოგები) და იოგებსქვეშა ნაწილებს. ხორხის ზედა (ვესტიბულარული) ნაწილის კიბოს დროს აღინიშნება ჩივილები ყლაპვისას უსიამოვნო შეგრძნებებზე, რომლებიც თანდათანობით გადადიან მტკივნეულში. შუა ნაწილის კიბოს დროს ძირითადი და ადრეული სიმპტომი – ხმის ჩახლეჩა; ხანშიშესულ პირებში აღნიშნული ნიშნის გაჩენამ ყიველთვის უნდა მიიქციოს ექიმის ყურადღება. იოგებსქვეშა ნაწილის კიბო კლინიკურად გვიან ვლინდება ხმის ჩახლეჩით და სუნთქვის დარღვევით. ხორხის ზედა ნაწილის კიბოს დროს ჩვეულებრივ დიდდება კისრის ლიმფური კვანძები. ლარინგოსკოპიით ვლინდება სიმსივნე. საბოლოო დიაგნოზის დასმა ხდება ბიოფსიის საშუალებით.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 914 times by 383 viewers
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ქოლესტაზი – (ბერძ. chole – ნაღველი და stasis – შეგუბება) პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ნაღვლის გადასვლის შემცირებით თორმეტგოჯა ნაწლავში მისი წარმოქმნის, ექსკრეციის და (ან) გამოყოფის დარღვევის გამო. შესაძლებელია იყოს ღვიძლგარეშე (სანაღვლე გზების კენჭებით დაცობისას) და ღვიძლშიდა (ჰეპატიტები, ქოლანგიტები), ასევე მწვავე და ქრონიკული, სიყვითლით და უსიყვითლოდ მიმდინარე. გამოვლინებები: კანის ქავილი, სიყვითლე, შეწოვის დარღვევა, ქსანთომები, სისხლის ბიოქიმიური ანალიზის ცვლილებები; ხანგრძლივი მიმდინარეობისას ვითარდება ღვიძლის ციროზი. დიაგნოზი დგინდება ულტრაბგერითი გამოკვლევით; ჩვენების მიხედვით ტარდება ღვიძლის ბიოფსია.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 2178 times by 420 viewers
ლალი დათეშიძე
ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები
გამოკვლევის მეთოდები. თირკმლების დაავადებების დიაგნოსტიკის მიზნით გამოიყენება როგორც ავადმყოფის კვლევის ძირითადი მეთოდები – ანამნეზი, ავადმყოფის დათვალიერება, თირკმლების პალპაცია და აუსკულტაცია, ასევე თირკმლების ფუნქციების და მორფოლოგიის გამოკვლევის სპეციალური მეთოდები, რომელთა შორის სავალდებულოა შარდის ლაბორატორიული ანალიზები. გამოკვლევების ძირითადი მეთოდებიდან სპეციალურ ჩვევას მოითხოვენ თირკმლების არტერიების აუსკულტაცია და თირკმლების პალპაცია. Read the rest of this entry »
Viewed 11260 times by 5804 viewers


