ფარას სინდრომი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფარას სინდრომი – -(К. Th. Fahr; სინ. ტვინის სისხლძარღვების მემკვიდრეობითი გაკირვა) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლძარღვების გაკირვით, რომლებიც კვებავენ თავის ტვინის შიგა კაფსულას და ბაზალურ ბირთვებს; ვლინდება 20 – 30 წლის ასაკში ათეტოზით, ტრემორით, ცენტრალური დამბლით, ეპილეპროფორმული გულყრებით, პროგრესირებადი ჭკუასუსტობით; მემკვიდრულობის ტიპი დადგენილი არ არის. გაფრთხილება! ბმულები: