მწყერის რიტმი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მწყერის რიტმი – გულის სამწევრა რიტმი, რომელიც მოგვაგონებს მწყერის ხმას. ვლინდება აუსკულტაციით გულის მანკიან (მიტრალური სტენოზი) ავადმყოფებში. განპირობებულია დამატებითი ტონის გაჩენით – მიტრალური სარქვლის გაღების ტკაცუნით. 2. მეორე ტონის გაორება, მოისმინება გულის მწვერვალსა და ბოტკინ – ერბის წერტილში (იხ.) აღინიშნება მარცხენა წინაგულ – პარკუჭის ხვრელის დავიწროების დროს.