Tag Archives: ბრმა

ბრაილის ანბანი

განმარტებითი ლექსიკონი ბრაილის ანბანი – 1837 წელს ლუიზ ბრაილის მიერ შექმნილი ანბანი,რომელშიც ყოველი ასო წარმოდგენილია ამობურცული წერტილების გარკვეული კრებულით.კითხვის დროს ბრმა პაციენტები შეიგრძნობენ მათ თითების ბოლოებით.დღეს ეს არის ბრმა და ცუდი მხედველობის მქონე ადამიანების კითხვის ძირითადი მეთოდი.

ცხვირის დანამატი წიაღების ცეცხლნასროლი ჭრილობები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხვირის დანამატი წიაღების ცეცხლნასროლი ჭრილობები – შეიძლება იყოს გამჭოლი, შემხები, ბრმა. ცხვირის დანამატი წიაღების ტრავმების სიმპტომები მსგავსია ცხვირის დაზიანებებისა, თუმცა სისხლჩაქცევა შედარებით ძლიერია და ხშირად ვითარდება ჩირქოვანი პროცესები, ოსტეომიელიტები, ფსევდოქოლესტეატომები. ცხვირის ან დანამატი წიაღების ბრმა დაზიანება, რომელიც მოიცავს თვალბუდეს, ქალას ღრუს და ფუძეს, წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიშ დაზიანებას.

Read More