Tag Archives: ბრონქოექტაზები

ანდერსენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანდერსენის სინდრომი – კუჭუკანა ჯირკვლის მემკვიდრეობითი კისტოზური ფიბროზი. მუკოვისციდოზი. პანკრეატობრონქოპულმონური კისტოზური ფიბროზი. მემკვიდრეობის ტიპი ავტოსომურ – რეცესიული. პათოგენეზი არ არის დადგენილი. ავადმყოფის პანკრეასული და ბრონქულისეკრეტი, ასევე ნაღველი მომატებული წებოვნებისაა. პროცესში ჩართულია ლორწოვანის, სანერწყვე და საოფლე ჯირკვლები. ნატრიუმის შემადგენლობა ნერწყვსა და ოფლში 2 – 5 – ჯერ მატულობს.

Read More

ბრონქოექტაზები

ბრონქოექტაზები bronchiectasis

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ბრონქოექტაზები სეგმენტური და სუბსეგმენტური ბრონქების ცილინდრული ან პარკისებრი გაფართოება, ბრონქული კედლის ქრონიკულ ანთებასთან ერთად. პროცესი შემთხვევათა დაახლოებით 50%-ში ორმხრივია, ხშირად ლოკალიზებულია ბაზალურ სეგმენტებში და ქვედა

წილებში. ბრონქოექტაზების განვითარების საფუძველია ბრონქული სტრუქტურების თანდაყოლილი მანკები, ადრეულ ასაკში გადატანილი პნევმონიები ან ბრონქიტები, დამცველობითი მექანიზმების დარღვევები, სხვა ფილტვისმიერი და ბრონქული დაავადებების გართულებები. განასხვავებენ პირველად და მეორად ბრონქოექტაზებს.

Read More