სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

Posts Tagged ‘ბუშტნამქერი’

ლალი დათეშიძე

მეანობა

ბუშტნამქერი – ქორიონის თავისებური ცვლილება, რომელიც ვლინდება ხაოების ზომების მკვეთრი ზრდით, რომელთა გაყოლებაზე წარმოიქმნება ბუშტუკისებრი გაფართოებები. ბუშტნამქერმა შესაძლებელია მოიცვას მთელი ქორიონი (სრული ბუშტნამქერი) ან მისი ნაწილი (ნაწილობრივი ბუშტნამქერი). ვარაუდობენ დაავადების ინფექციურ, ჰორმონულ, გენეტიკურ გენეზს. ჩვეულებრივ აღინიშნება 20-30 წლის ასაკის ქალებში.

სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება მენსტრუაციის შეჩერება 2-3 თვით და მეტად, რომლის ფონზეც ვლინდება სისხლიანი გამონადენი, რაც გამოწვეულია ნამქერის ბუშტუკების მოცილებით. დამახასიათებელია საშვილოსნოს ზომების შეუსაბამობა ორსულობის ვადასთან (საშვილოსნოს ზომები მეტია). საშვილოსნო ღებულობს მკვრივ-ელასტიკურ კონსისტენციას. საშვილოსნოს ზომების გადიდების დროს, რომელიც შეესაბამება ორსულობის 20 კვირაზე მეტ ვადას, საშვილოსნოში ნაყოფის არსებობის დადგენა ვერ ხერხდება ელექტრო-, ფონო- და რენტგენოგრაფიითაც კი. ავადმყოფთა 30-40% -ს აღენიშნებათ საკვერცხის თეკალუთეინური ცისტები, რომლებიც ნამქერის დაბადების შემდეგ დამოუკიდებლად ქრებიან და ასეთ შემთხვევაში არ მოითხოვს ქირურგიულ მკურნალობას. სახიფათოა ქორიონეპითელიომის შემდგომი განვითარება. ორსულობაზე ბიოლოგიური და იმუნოლოგიური რეაქციები მკვეთრად დადებითია.

დიაგნოზი დაავადების დასაწყისში ხშირად მცდარია. მის დასაზუსტებლად გამოიყენება ულტრაბგერითი გამოკვლევა. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება თავისთავად (სპონტანურ) აბორტთან, მრავალნაყოფიან ორსულობასთან, წყალუხვობასთან და საშვილოსნოს მიომასთან.

მკურნალობა – საშვილოსნოდან ბუშტნამქერის დაუყონებლივი გამოდევნება. ამისათვის იყენებენ საშვილოსნოს გამოფხეკას, ვაკუუმ-ასპირაციას, სამშობიარო მოქმედების მედიკამენტოზურ გამოწვევასა და საკეისრო კვეთას (საშვილოსნოს დიდი ზომების დროს). ქორიონული ეპითელის მნიშვნელოვანი ეპითელიზაციის დროს ინიშნება ციტოსტატიკური პრეპარატები. პროგნოზი სერიოზულია; ბუშტნამქერის მოცილების შემდეგ საჭიროა დაკვირვება ქალთა კონსულტაციაში 2 წლის განმავლობაში.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1691 times by 956 viewers

konsultaciebi

vaka