Tag Archives: გადაუტანლობა

ფრუქტოზის გადაუტანლობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრუქტოზის გადაუტანლობა – (სინ. ფრუქტოზემია) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია ფრუქტოკინაზას დეფიციტით და ვლინდება ადრეული ასაკიდან ღებინებით, კრუნჩხვებით, სისხლში ფრუქტოზის მომატებული შემცველობით, ჰიპოფოსფატემიით, ჰიპოგლიკემიით, ღვიძლში და თირკმელებში დისტროფიული ცვლილებებით; გადაეცემა რეცესიული ტიპით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

გილფორდ – ტენდლოს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გილფორდ – ტენდლოს სინდრომი – ანჰიდროზი. ექტოდერმული წარმოშობის მოშლილობა, რომლის ძირითადი სიმპტომებია: კომპლექსური ანჰიდროზი ან მაღალი ტემპერატურის გადაუტანლობა და თერმორეგულაციის მძიმე მოშლილობანი, კანის თმიანი ნაწილების ჰიპოტრიქოზი და კანის დანარჩენი ნაწილების ატრიქოზი, ცხიმის გამოყოფის შემცირება, ანოდონტია ან ჰიპოდონტია, ზოგჯერ უნაგირისებური ცხვირი, ატროფიული რინიტი, გამოდრეკილი შუბლი, განვითარების სხვა მანკები.

Read More