Tag Archives: გადმოიცემა

დაზღვევის წესები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დაზღვევის წესები – ადგენს დაზღვევის ხელშეკრულების მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს, დაზღვევის ობიექტს, სადაზღვევო შემთხვევების ჩამონათვალს და გამონაკლისებს, რომელთა თანახმადაც მზღვეველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან. დაზღვევის წესები ჩვეულებრივ გადმოიცემა სადაზღვევო პოლისში ანუ წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. იგი მტკიცდება სადაზღვევო კომპანიის ხელმძღვანელისა და სახელმწიფო სადაზღვევო ზედამხედველობის ორგანოების მიერ. გაფრთხილება! …………………..