Tag Archives: გაზრდისას

სპორტული გული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპორტული გული – ტერმინი, რომლითაც აღნიშნავენ გულის მოცულობისა და მისი მასის გაზრდას სპორტსმენებში. შესაძლო გამოვლინებებია: ბრადიკარდია მოსვენებულ მდგომარეობაში, სისტოლური შუილი, გულის რიტმისა და გამტარობის უსიმპტომო დარღვევა, რომელიც ქრება  გულის შეკუმშვათა  სიხშირის გაზრდისას. გულის ღრუს გაზრდა და მისი კედლების გასქელება დასტურდება  ექოკარდიოგრაფიით. მკურნალობას არ საჭიროებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

სისხლის ფერადობის მაჩვენებელი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლის ფერადობის მაჩვენებელი – პირობითი ერთეული, რომელიც ახასიათებს თითოეული ერითროციტის ჰემოგლობინით გაჯერების ხარისხს; გამოიყვანება ჰემოგლობინის შემცველობის შეფარდებით ერითროციტების რიცხვთან. მისი დაქვეითება მიუთითებს ერითროციტების ჰემოგლობინით არასაკმარის გაჯერებაზე (ჰიპოქრომული ანემიები – რკინადეფიციტური, თალასემია); მომატება აღინიშნება ერითროციტების მოცულობის გაზრდისას (ჰიპერქრომული ანემიების – პერნიციოზული, აუტოიმუნური, ჰემოლიზური და სხვ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More