Tag Archives: გამოთქმებით

ფერშრობენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფერშრობენი – (გერ. verschroben – უცნაური) პიროვნული  თავისებურება, რომელიც გამოიხატება უცნაური, გარეშე პირებისათვის სრულიად გაუგებარი, უცნაური ქმედებებით, ქცევის მანერებით, ჟესტებით, მიმიკით, მეტყველებაში გამოგონილი, აბსტრაქტული, უაზრო სიტყვებითა და გამოთქმებით. როგორც პიროვნების ცვლილების სახე, წარმოადგენს შიზოფრენიის დამახასიათებელ ნიშანს. აღინიშნება აგრეთვე ფსიქოპათიების ზოგიერთი ფორმების დროს, ზოგჯერ – სრულიად ჯანმრთელ ადმიანებშიც.

Read More

ინდურაციული შეშლილობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინდურაციული შეშლილობა – (ინდურაციული ფსიქოზი, სიმბიოზური ფსიქოზი) ფსიქიკის დარღვევა, რომელიც ვითარდება ფსიქიკურად დაავადებულთან ხანგრძლივი ურთიერთობის გავლენით და ვლინდება იმავე შინაარსის ბოდვითი გამოთქმებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა