Tag Archives: გამოხატულება

წონა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წონა – მიწოდებული საქონლის რაოდენობრივი გამოხატულება. იზომება უმეტესად განზომილების მეტრულ სისტემაში: ტონა, ცენტნერი, კილოგრამი. ბოლო დრომდე ვაჭრობაში ფართოდ გამოიყენებოდა ანგლო – ამერიკული სისტემა, რომელიც შეიცავს წონის ისეთ ერთეულებს როგორიცაა გრძელი ტონა (1016 კგ), ინგლისური ცენტნერი (50, 8 კგ), ფუნტი (452 გ) და ა. შ.  

შიზოფაზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შიზოფაზია – (ბერძ. schizein – გახლეჩა და phasis – მეტყველება, გამოხატულება) მეტყველების დარღვევა სიტყვებსა და წინადადებებს შორის აზრობრივი კავშირის არარსებობის სახით, მათი სწორი გრამატიკული წყობის შენარჩუნების დროს. წარმოადეგენს შიზოფრენიის ერთ – ერთ დამახასიათებელ სიმპტომს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა