Tag Archives: განვითარებისას

ქორიოენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორიოენცეფალიტი – 1. (სინ.: ფსიქოსენსორული ენცეფალიტი)  ლიმფოციტარული ქორიომენინგიტის იშვიათი ფორმა, რომელიც ვლინდება მენინგოენცეფალიტის სიმპტომებით. გამომწვევია ლიმფოციტარული ქორიომენინგიტის ვირუსი. დაავადება იწყება მწვავედ, თავის ტკივილით, ტემპერატურის მომატებით, სისუსტით, ზოგჯერ აღინიშნება ხველა, სურდო; ცალკეულ ავადმყოფებს უკვე ამ პერიოდში აღენიშნებათ ჰალუცინაციები, ძილის დარღვევა, წყურვილის გაძლიერება. რამდენიმე დღის შემდეგ ავადმყოფთა მდგომარეობა უმჯობესდება,

Read More

სტაფილომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტაფილომა – (ბერძ. staphyle – ყურძნის მტევანი) გათხელებული რქოვანას ან სკლერის გამობერვა. რქოვანას სტაფილომა წარმოიქმნება უხეში დესტრუქციული  ცვლილებების ფონზე, რომელიც ვითარდება წყლულოვანი კერატიტის  ან კერატომალაციის შედეგად. გამობერვა შესაძლოა იმდენად გამოვიდეს თვალის ნაპრალიდან, რომ ქუთუთოს დახუჭვა შეუძლებელი გახდეს, რის გამოც მისი ზედაპირი შრება, თანდათანობით ღებულობს კანის სახეს, ხშირად

Read More