Tag Archives: განზიდვისას

ტროქანტერიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტროქანტერიტი – ბარძაყის ძვლის დიდი ციბრუტის ანთება, ხშირად ტუბერკულოზური წარმოშობისა. ვლინდება ტკივილით, რომელიც ძლიერდება ბარძაყის განზიდვისას, ბარძაყის ზედა გარეთა მესამედის შეშუპებით. დიაგნოზი ზუსტდება რენტგენოლოგიურად. მკურნალობა – კიდურის იმობილიზაცია; ტუბერკულოზური წარმოშობის დროს  – ანტიტუბერკულოზური საშუალებები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

მარქსის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარქსის სიმპტომი – ბარძაყის ძვლის თავის დამახასიათებელი ტკაცუნი ფეხის მოხრისას მუხლისა და მენჯ – ბარძაყის სახსარში და შემდგომ ბარძაყების განზიდვისას; აღინიშნება ახალშობილებში ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა