Tag Archives: განხრებში

მწვავე ფილტვისმიერი გული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მწვავე ფილტვისმიერი გული – ვითარდება ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის და მასთან ერთად განვითარებული ფილტვის ინფარქტის შედეგად (იხ.). ფილტვის არტერიაში წნევის მკვეთრი მომატება იწვევს მარჯვენა პარკუჭის შეკუმშვითი ფუნქციის უკმარისობას, მის გაფართოებას და მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობის განვითარებას. სიმპტომები. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია ვითარდება გულსისხლძარღვთა სისტემის სხვა დაავადებების ფონზე, აგრეთვე ოპერაციების შემდეგ.

Read More