Tag Archives: გაორება

ქუთუთოების და ორბიტის სიმსივნეები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქუთუთოების და ორბიტის სიმსივნეები – (თვალის დაავ.)  კეთილთვისებიანი: ორბიტის ანგიომა, ათერომა, ოსტეომა. ავთვისებიანი: ქუთუთოების კიბო, ორბიტის სარკომა. სიმპტომები. ქუთუთოების კიბო ხშირად ლოკალიზებულია ქვედა ქუთუთოს შიგნითა კუთხესთან. თავდაპირველად მას გააჩნია მკვრივი კვანძის სახე ჭარბი გარქოვანებით, შემდეგ წარმოიქმნება მცირე ზომის, ნელა ზრდადი წყლული, რომელიც დაფარულია ადვილად მოცილებადი ქერქით; მოგვიანებით

Read More

მწყერის რიტმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მწყერის რიტმი – გულის სამწევრა რიტმი, რომელიც მოგვაგონებს მწყერის ხმას. ვლინდება აუსკულტაციით გულის მანკიან (მიტრალური სტენოზი) ავადმყოფებში. განპირობებულია დამატებითი ტონის გაჩენით – მიტრალური სარქვლის გაღების ტკაცუნით. 2.  მეორე ტონის გაორება, მოისმინება გულის მწვერვალსა და ბოტკინ – ერბის წერტილში (იხ.) აღინიშნება მარცხენა წინაგულ – პარკუჭის ხვრელის დავიწროების დროს.

Read More