Tag Archives: გარემოება

გენი ლეტალური

განმარტებითი ლექსიკონი გენი ლეტალური – გენი, რომელიც გარკვეული გარემოებების დროს იწვევს იმ ინდივიდუუმის სიკვდილს, რომლის ორგანიზმში იგი არსებობს.ლეტალური გენები ჩვეულებრივად რეცესიულები არიან: ინდივიდუუმი შეიძლება მოკვდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ მისი ორივე მშობელი ამ გენის მატარებელია.თუ ამ გენის მატარებელი მხოლოდ ერთი მშობელია,მაშინ გენის ლეტალური მოქმედება იქნება შენიღბული დომინანტური ალელით,რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემა  ჯანმრთელი მშობლისგან.

ჰიპოთეზა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოთეზა – 1. (ბერძნ. Hypothesis – საფუძველი, ვარაუდი)  ვარაუდი, რომლის დროსაც რიგი ფაქტების საფუძველზე კეთდება დასკვნა ობიექტის, კავშირის ან მოვლენის მიზეზების არსებობის შესახებ, ამასთან ეს დასკვნა არ შეიძლება ჩაითვალოს მთლიანად სარწმუნოდ. ჰიპოთეზურს უწოდებენ ამ დასკვნის შინაარსსაც. ჰიპოთეზის საჭიროება წარმოიშობა მეცნიერებაში მაშინ, როდესაც მოვლენებს შორის კავშირი, მათი მიზეზი

Read More