Tag Archives: გარემომცველ

ანგიოსარკომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანგიოსარკომა – ავთვისებიანი სიმსივნეების ჯგუფი, რომელიც წარმოქმნილია სისხლძარღვების (ჰემანგიოსარკომა) და ლიმფური ძარღვების (ლიმფანგიოსარკომა) კედლის ელემენტებისაგან. მიეკუთვნება შედარებით იშვიათ სიმსივნეებს. ლოკალიზაცია მრავალგვარია: შინაგანი ორგანოები, შუასაყარი, ძვლები. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება კიდურების, ტანის, თავის და კისრის რბილ ქსოვილებში. სიმსივნე იზრდება სწრაფად, ჩაიზრდება გარემომცველ ქსოვილებში და კანში და იწვევს სისხლდენებს. გაფრთხილება!

Read More

ავთვისებიანი სიმსივნე

ავთვისებიანი სიმსივნე – სიმსივნე, რომლისთვისაც დამახასიათებელია ინვაზიურობა (გარემომცველ ქსოვილებში ზრდა და მათი დაშლა) და მეტასტაზირება. მისი ორი ძირითადი ტიპებია – კიბო და სარკომა. მას მიეკუთვნება აგრეთვე ლეიკოზები. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი