სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

Posts Tagged ‘გართულება’

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჩირქოვანი მენინგიტი – - (ნერვ. დაავ.) ჩირქოვანი პროცესების, ქალას ღია ტრამვების გართულება.  სიმპტომები. სწრაფად ვითარდება მენინგეალური სინდრომი (იხ.), მატულობს ტემპერატურა. ზურგის ტვინის სითხე შემღვრეულია, მომწვანო, მასში დიდი რაოდენობით არის ნეიტროფილები და მომატებულია ცილების შემცველობა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Viewed 1390 times by 268 viewers

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჩენდერის სინდრომი – გარეთა ყურის ანთების დროს განვითარებული ნევროლოგიური გართულება. გარეთა სასმენი მილის ანთებას ზოგჯერ თან სდევს საფეთქლის ძვლის მანეკროზებელი ოსტიტი და ანთების გადასვლა ქალას ფუძეზე. ნიშნები: ყურის ტკივილი, ჩირქოვანი ან სეროზული გამონადენით, იმავე მხარეს სახის ნერვის დამბლა, სახის შეშუპება, ყბაყურა ჯირკვლის შესივება და მტკივნეულობა, ტრიზმი, თავის ტვინის მე  -  6, მე  -  9, მე  -  10, მე  -  11 წყვილი ნერვების დამბლა, მაღალი ტემპერატურა და ბოლოს მენინგიტი. სახის ნერვის დამბლა ითვლება ერთ  -  ერთ  ნაადრევ სიმპტომად.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Viewed 2213 times by 507 viewers

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ღვიძლის აბსცესი – პიოგენური აბსცესები ანტიბიოტიკოთერაპიის ფართო გამოყენების შემდეგ საკმაო იშვიათია. წარმოიქმნება აღმავალი ბილიარული ინფექციით; ჰემატოგენურად – ინფექციის გავრცელებით პორტული ვენური სისტემით ან ღვიძლის არტერიის გავლით სეფსისის დროს; ინფექციის პირდაპირი გავრცელებისას მუცლის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს; ღვიძლის ტრავმების დროს. უმრავლეს შემთხვევაში ღვიძლის აბსცესები წარმოადგენს მძიმე, ხშირად ჩირქოვანი ქოლანგიტის შედეგს, რომელიც წარმოიქმნება ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს ან ნაღვლის  სადინრების  კიბოს დროს. სხვა მიზეზებს წარმოადგენენ სეფსისი, პილეფლებიტი, რომელიც შეიძლება იყოს დესტრუქციული აპენდიციტის, კოლინჯის დივერტიკულიტის, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის გართულება. პიოგენური აბსცესები შესაძლებელია იყოს ერთეული, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში მრავლობითია. ერთეული აბსცესი ხშირად მდებარეობს მარჯვენა წილში. ღვიძლში ბაქტერიულ ფლორას ავლენენ დაახლოებით 50% – ში. სეფსისის დროს ამოითესება ოქროსფერი სტაფილოკოკი, ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, ბილიარული აბსცესის დროს ვლინდება ნაწლავის ჩხირი ან შერეული ფლორა. სიმპტომები, მიმდინარება. ღვიძლის აბსცესი ყოველთვის არის მეორადი დაავადება. ძირითადი დაავადების კლინიკური გამოვლინებების ფონზე ტემპერატურა იძენს ინტერმიტირებად ან ჰექტიურ ხასიათს; ვლინდება შემცივნება, ოფლიანობა, გულისრევა, ქვეითდება მადა. ტკივილი წარმოადგენს გვიანდელ სიმპტომს და ხშირად გვხვდება ერთეული დიდი ზომის აბსცესების დროს. ხშირად დიდდება ღვიძლი და ვლინდება მისი კიდეების მტკივნეულობა პალპაცის დროს. ვლინდება კანისა და სკლერების იქტერულობა. სისხლის ანალიზში  -  მაღალი ლეიკოციტოზი, ფორმულის მარცხნივ გადახრით, ანემია. სისხლის დათესვისას დაავადების გამომწვევი ვლინდება დაახლოებით 30% – ში, ხშირად სეპტიკური წარმოშობის აბსცესის დროს. მუცლის ღრუს ორგანოების მიმოხილვითი რენტგენოსკოპიის დროს  ვლინდება დიაფრაგმის მარჯვენა გუმბათის მაღლა  დგომა და მოძრაობის შეზღუდვა. შესაძლებელია სითხის დაგროვება პლევრის სინუსში; დიაგნოსტიკაში გვეხმარება ღვიძლის ულტრაბგერითი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, ანგიოგრაფია, ასევე ღვიძლის სკანირება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Viewed 5038 times by 454 viewers

konsultaciebi

vaka