Tag Archives: გარსებით

მენინგოცელე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მენინგოცელე – თავის ტვინის ან ზურგის ტვინის გარსების გამობერვა ქალას ძვლების ან ხერხემლის დეფექტიდან. ამასთან კანქვეშ აღინიშნება თიაქრის პარკი, რომელიც ავსებულია თავზურგტვინის სითხით და შეცვლილი გარსებით. ჩვეულებრივ ფორმირდება როგორც განვითარების მანკი, მაგრამ ზოგჯერ წარმოიქმნება ტრავმის შედეგად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More

ინტერსტიციული იმპლანტაცია –

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინტერსტიციული იმპლანტაცია – – (implantatio interstitialis) იმპლანტაცია ჩამყნობით, რომლის დროსაც საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის სისქეში ჩაემყნობა ჩანასახი თავისი გარსებით. დამახა­სიათებელია ადამიანის მსგავსი მაიმუნების, მღრღნელებისა და ზოგიერთი სხვა ცხოველისათვის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს

Read More