Tag Archives: გარჩევა

ამბლიოპია ისტერიული

ამბლიოპია ისტერიული – ეტიოლოგია. თავის ტვინის ქერქში მხედველობითი აღქმის დარღვევა. სიმპტომები, მიმდინარეობა. მხედველობის სიმახვილის უეცარი დაქვეითება, როგორც წესი, ორმხრივი; შესაძლებელია ახლდეს მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროება, სკოტომის, ჰემიანოფსიის წარმოქმნა. მხედველობა დაქვეითებული რჩება რამდენიმე საათიდან რამდენიმე თვემდე. ადვილი არ არის სიმულაციისაგან გარჩევა. მკურნალობა. ფსიქოთერაპია, სედატიური საშუალებები. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი