Tag Archives: გასტრულის

სეგმენტაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სეგმენტაცია – (ლათ.segmentum  –  მონაკვეთი, ნაწილი)  გასტრულის მეზოდერმული მასალის დაყოფის პროცესი თანმიმდევრულად განლაგებულ სეგმენტებად  –  სომიტებად (სომიტი  –  somitus ბერძნ.soma  –  სხეული, სინ.ზურგის სეგმენტი). მეზოდერმის დორსალური ნაწილის მეტამერული ნაწილი (წარმოიქმნება სეგმენტაციის პროცესის დროს), რომელიც შემდგომში დიფერენცირდება დერმატომად, მიოტომად და სკლეროტომად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და

Read More

ექტოდერმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ექტოდერმა – (ectoderma ბერძნ.ectos – გარეთ, გარედან და derma, dermatos – კანი) სამშრიანი ჩანასახის გარეთა ჩანასახოვანი ფურცელია (გასტრულის შემადგენლობაში ჩანასახის გარეთა შრეა). ექტოდერმის წარმონაქმნებია კანის ექტოდერმა და ნეიროექტოდერმა, საიდანაც წარმოიქმნება ეპიდერმისი, ნერვული სისტემა და გრძნობათა ორგა­ნოების მნიშვნელოვანი ნაწილი. ტემინი შემოიღო ე.ჰეკელმა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის

Read More