სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

Posts Tagged ‘გაფანტული სკლეროზი’

ზოგადი ინფორმაცია

ნუროპლექს ფორტე. NUROPLEX Forte. წყალში და ცხიმში ხსნადი ვიტამინების კომპლექსი. აქტიური ნივთიერება – comb. drug. მწარმოებელი ფირმა – ZEE LABORATORIES (ინდოეთი).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

გამოდის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის ფორმით. ყოველი გარსით დაფარული აბი შეიცავს: მეკობალამინს 750 მკგ, ალფა ლიპოის მჟავას 100 მგ, ფოლის მჟავას 100 მკგ (0.1 მგ), ვიტამინ A–ს 2500 სე., ვიტამინ E–ს 7,5 მგ, ვიტამინ B1–ს 1,0 მგ, ვიტამინ B2–ს 1,5 მგ, ვიტამინ B6–ს 1,0 მგ, ბიოტინს 30 მკგ, სელენს 30 მკგ, ცინკს 15 მგ.

პრეპარატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ვიტამინების უკმარისობა
  •  ჰიპოტროფია (ახდენს ანაბოლურ მოქმედებას)
  • ნეიროპათია დიაბეტური
  • ნეიროპათია პერიფერიული
  • გლაუკომასთან დაკავშირებული ნიშნები
  • მხედველობის დაქვეითება
  • ატროფია მხედველობის ნერვის
  • დეპრესია
  • სტრესი
  • ძილის დარღვევა
  • შაკიკი
  •  სკლეროზი გაფანტული
  • სკლეროზი გვერდითი
  • ანემია პერნიციოზული
  • ანემია მეგალობლასტური
  • ნევრიტები პერიფერიული
  • ზურგის ტვინში დეგენერატიული ხასიათის ქვემწვავე კომპლექსური ცვლილებები
  • ნევრალგიები სამწვერა ნერვის
  • ნევრალგია ნეკნთაშორისი
  • ლუმბაგო
  • სისუსტე კუნთოვანი
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
  • ნერვული ღეროების დაზიანება, მექანიკური
  • ნერვული ღეროების დაზიანება, ტოქსიკური
  •  ტკივილის სინდრომი პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებისას
  •  კარდიალგია
  • შიში სიკვდილის
  • ინსულტის შემდგომი მდგომარეობა
  •  კუჭ-ნაწლავის მოტორული ფუნქციის შესუსტება
  • მადის დაქვეითება
  • ჰეპატიტი ტოქსიკური
  • ციროზი ღვიძლის
  • პანკრეატიტი
  • კოლიტი წყლულოვანი
  • კანის დაავადებები
  • ფსორიაზი
  • ფოტოდერმატოზი
  • ნეიროდერმიტები
  • დერმატიტი ჰერპეტიფორმული
  •  ოლიგოსპერმია
  • იმპოტენცია
  • გამოფიტვა ფიზიკური

პრეპარატის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
მეკობალამინი წარმოადგენს ვიტამინის B12 ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას.
მეკობალამინი წარმოადგენს ვიტამინის B12 კო-ენზიმს, რომელიც ვლინდება სისხლსა და ცერებროსპინალურ სითხეში. მას ნერვის ქსოვილი ირთავს უფრო ინტენსიურად, ვიდრე ვიტამინის B12 ნებისმიერ სხვა ანალოგს. Mეკობალამინს გააჩნია პირველხარისხოვანი მნიშნველობა ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის. მეკობალამინი – ვიტამინის B12 ერთადერთი ნეიროაქტიული ფორმაა, რომელიც 130-150 ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ციანოკობალამინი მიელინის გარსის ფორმირებაში, აძლიერებს ნერვული უჯრედების ზრდასა და რეგენერაციას. მეკობალამინს აქვს ნოოტროპული მოქმედება, ხელს უშლის თავის ტვინის უჯრედების დეგრადაციას. პრეპარატი დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის ფუნქციაზე ტოქსიკური ჰეპატიტის, ღვიძლის ციროზის, პანკრეატიტის დროს. ახდენს ანაბოლურ მოქმედებას, ზრდის ფიზიკურ შრომისუნარიანობას.
ლიპოის მჟავა აადვილებს რძის მჟავის გარდაქმნას პიროყურძნის მჟავად, პიროყურძნის და β-კეტოგლუტარული მჟავების უტილიზაციას, ანუ ხელს უწყობს მეტაბოლური აციდოზის ლიკვიდაციას. ლიპოის მჟავა ამცირებს ცხიმოვანი მჟავების დაგროვებას ჰეპატოციტებში და ღვიძლის გაცხიმოვნებას, ააქტიურებს მის მეტაბოლურ ფუნქციასა და ნაღველგამოყოფას. სისხლის პლაზმაში ამცირებს საერთო ლიპიდებისა და ქოლესტერინის დონეს. ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის შემცველობის შემცირებას და ღვიძლში გლიკოგენის შემცველობის ზრდას. აძლიერებს ქსოვილებით გლუკოზის უტილიზაციას ინსულინორეზისტენტობის დაძლევის საშუალებით. შაქრის დიაბეტის მსუბუქი ფორმის მქონე პირებში მხოლოდ ლიპოის მჟავასაც (შესაბამისი დიეტის ფონზე) შეუძლია ხელი შეუწყოს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციას. უფრო რთულ შემთხვევებში იგი ინიშნება ინსულინთან ერთად. ლიპოის მჟავა თავისი ფარმაკოლოგიური თვისებებით ახლოსაა B ჯგუფის ვიტამინებთან, ახდენს ჰეპატოპროტექტორულ მოქმედებას. ლიპოის მჟავა ააქტიურებს ანაბოლურ პროცესებს.
ვიტამინი A ხელს უწყობს ნივთიერებათა ნორმალურ ცვლას, ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას. უზრუნველყოფს მხედველობის ორგანოს, ლორწოვანი გარსის, ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების ნორმალურ მოქმედებას. ზრდის სასუნთქი გზებისა, ლორწოვანი გარსებისა და კუჭ-ნაწლავის მდგრადობას დაავადებების მიმართ, ზრდის ორგანიზმის ინფექციებისადმი ამტანობას.
ვიტამინი E არის აქტიური ანტიოქსიდანტი, ამცირებს ქსოვილების მიერ ჟანგბადის მოთხოვნილებას, არეგულირებს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ცვლას (დიაბეტიან ავადმყოფებში ამცირებს ინსულინზე მოთხოვნილებას), ნორმაში მოყავს სასქესო ორგანოების ფუნქცია; ხელს უწყობს ახალი ტრომბების დაშლას და ხელს უშლის ემბოლიას, აუმჯობესებს კოლატერალურ სისხლის მიმოქცევას, ამყარებს სისხლძარღვთა კედლებს; ზრდის კუნთების შეკუმშვის ძალას.
ვიტამინი B1 არის ნახშირწყლის ცვლაში მონაწილე ფერმენტების კოფერმენტი. თიამინს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ნერვული სისტემის (დადებითად მოქმედებს სინაფსებში ნერვული აღგზნების გატარებაზე, გააჩნია ზომიერი განგლიომაბლოკირებელი თვისებები), საჭმლის მონელების ტრაქტისთვის, გულისა და ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის უზრუნველყოფისთვის.
ვიტამინი B2 შედის ჟანგვა-აღდგენითი პროცესების მარეგულირებელი ფერმენტების შემადგენლობაში, მონაწილეობს ნახშირწყლის, ცილისა და ცხიმის ცვლაში, აუცილებელია თვალის ნორმალური მხედველობითი ფუნქციის შესანარჩუნებლად. რიბოფლაფინი ხელს უშლის დიზბაქტერიოზის განვითარებას.
ვიტამინი B6 ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნივთიერებათა ცვლაში; აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. პირიდოქსინი ააქტიურებს კუჭ-ნაწლავიდან ამინომჟავების შეწოვის პროცესს, მათ შეღწევას სისხლძარღვებიდან ქსოვილებში, უჯრედებში, მათ რეაბსორბაციას თირკმელებში; ხელახალი ამინირების, დეზამინირების, ამინომჟავების დეკარბოქსილირების პროცესებს, მათ შორის გლუტამინის მჟავის გარდაქმნას გამა-ამინოერბოს მჟავად (შემაფერხებელი ფაქტორი ცნს-ში). ბიოტინი აუცილებელია, როგორც ბიოტინური ფერმენტების კოფერმენტი, რომლებიც მონაწილეობენ მეტაბოლურ პროცესებში ნახშიწყლის ორჟანგის გადატანაში. ბიოტინს იყენებენ კანის დაავადებების სამკურნალოდ. როგორც უჯრედის დაყოფის ხელშემწყობი ფაქტორი.
ფოლის მჟავა. ფოლის მჟავას უკმარისობა ამუხრუჭებს სისხლწარმოქმნის მეგაბლასტიკური ფაზის გადასვლას ნორმობლასტიკურში. ფოლის მჟავა ვიტამინ B12 ერთად ახდენს ერითროპოეზის სტიმულირებას, აგრეთვე მონაწილეობს ამინომჟავების (მეთიონინის, სერინის და სხვ.), ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში და ქოლინის ცვლაში წარმოადგენს გლუტათიონ პეროქსიდაზის ფერმენტული სისტემის არსებით ნაწილს, მოქმედებს ფერმენტების აქტივობაზე. გლუტათიონ პერეოქსიდაზა იცავს უჯრედშიდა სტრუქტურებს თავისუფალი ჟანგბადის რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისგან. ორგანიზმში სელენის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს კარდიომიოპათიისა (კეშანის დაავადება) და სხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარება.
თუთია მონაწილეობს ორგანიზმის ბიოქიმიურ რეაქციებში, სისხლწარმოქმნის პროცესებში, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედებაში, აუმჯობესებს იმუნური სისტემის მუშაობას. თუთიის დიდ რაოდენობას შეიცავს კანი, თმები, კუნთები, ღვიძლისა და ძვლის ქსოვილი. თუთია არის აუცილებელი ელემენტი, რომელიც მონაწილეობს ინსულინის და სხვა ფერმენტული სისტემების გამომუშავებაში. თუთიის უკმარისობისას ბავშვების ორგანიზმში ვითარდება ჰიპოგონადიზმი. ახალგაზრდებში (27 წლის ასაკში) “თუთიის შიმშილობის” 20 კვირის შემდეგ ტესტოსტერონის დონე ეცემა 73 %-ით. მეორე მხრივ, მძიმე ცინკოდეფეციტის მქონე ასაკში შესულ ადამინებში თუთიის შემცველი პრეპარატის მიღება ზრდის ტესტოსტერონის დონეს თითქმის 100%-ით. თუთია ააქტიურებს ანდროსტენედიონის გარდაქმნას ტესტოსტერონად და ზღუდავს ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნას. თუთია პრინციპულად მნიშვნელოვანია ოპტიმალური ანაბოლური პირობების შესაქმნელად.
ჩვენებები
- ვიტამინების უკმარისობის პროფილაქტიკა;
- ჰიპოტროფია (ახდენს ანაბოლურ მოქმედებას);
- დიაბეტური ნეიროპათია;
- პერიფერიული ნეიროპათია;
- გლაუკომასთან დაკავშირებული ნიშნების შესამსუბუქებლად და მხედველობის გასაუმჯობესებლად;
- მხედველობის ნერვის ატროპია;
- დეპრესია, სტრესი და ძილის დარღვევა, შაკიკი.
- გაფანტული სკლეროზი, გვერდითი სკლეროზი;
- პერნიციოზული ანემია, მეგალობლასტური ანემია;
პერიფერიული ნევრიტები;
- ზურგის ტვინში დეგენერატიული ხასიათის ქვემწვავე კომპლექსური ცვლილებები;
- სამწვერა ნერვის ნევრალგიები, ნეკნთაშორისი ნევრალგია; ლუმბაგო;
- კუნთოვანი სისუსტე, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
- ნერვული ღეროების მექანიკური და ტოქსიკური დაზიანება;
- ტკივილის სინდრომი პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებისას;
- კარდიალგია, სიკვდილის შიში და ინსულტის შემდგომი მდგომარეობა;
- კუჭ-ნაწლავის მოტორული ფუნქციის შესუსტება, მადის დაქვეითება;
- ტოქსიკური ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, პანკრეატიტი, წყლულოვანი კოლიტი;
- კანის დაავადებები (ფსორიაზი, ფოტოდერმატოზი, ნეიროდერმიტები, ჰერპეტიფორმული დერმატიტი);
- ოლიგოსპერმია, იმპოტენცია;
- ფიზიკური გამოფიტვა;
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში: პროფილაქტიკის მიზნით დღეში 1 ტაბლეტი.
მკურნალობისას მიიღეთ 2 აბი დღეში (დილას და საღამოს).
გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევებში ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
ჭარბი დოზირება
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე 15-25oC ტემპერატურაზე .
ვარგისიანობის ვაადა: 2 წელი
აფთიაქში გაცემის წესი
II ჯგუფი (გაიცემა რეცეპტით)

Viewed 1242 times by 256 viewers

ზოგადი ინფორმაცია

მედინოსტი. MEDINOST. პერორალური გამოყენების გლუკოკორტიკოიდული სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – პრედნიზოლონი. Prednisolone. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – H02AB06. მწარმოებელი ფირმა – ავერსი – რაციონალი (საქართველო).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

გამოდის 5მგ ტაბლეტის და  30მგ/მლ ამპულის ფორმით. 1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს პრედნიზოლონს – 5 მგ. დამხმარე ნივთიერებებია: სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი. 1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს პრედნიზოლონის ნატრიუმის ფოსფატს, 30 მგ პრედნიზოლონის ფოსფატის ეკვივალენტურს. დამხმარე ნივთიერებებია: პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი, დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.აღწერა: ტაბლეტები: თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტები, ჭდით; საინექციო ხსნარი: გამჭვირვალე უფეროდან მოყვითალო ფერამდე ხსნარი.

აქტიური ნივთიერება

პრედნიზოლონი. Prednisolone. ქიმიური დასახელება – (11ბეტა)-11,17,21-ტრიჰიდროქსიპრეგნა -1,4-დიენ-3,20-დიონი. ბრუტო–ფორმულა:C21H28O5. პრედნიზოლონს მიაკუთვნებენ გლუკოკორტიკოიდების ჯგუფს. CAS-კოდი:50-24-8.

სინონიმები

პრედნიზოლონი (prednizolone, Stada, გერმანია).

ამავე  მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ

აურობინი (AUROBIN, Gedeon Richter, უნგრეთი; prednisolone, lidocaine, dexpanthenol, triclosan).

პრეპარატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები
  • წითელი მგლურა, სისტემური
  • დერმატომიოზიტი
  • ართრიტი რევმატოიდული
  • ვასკულიტი სისტემური
  • პერიარტერიიტი კვანძოვანი
  • სკლეროდერმია
  • რევმატული დაავადებები
  • ცხელება, მწვავე, რევმატული
  • მიოკარდიტი რევმატული
  • პერიკარდიტი რევმატული
  •  ართრიტი ქრონიკული, მწვავე, ექსუდაციური სტადია
  • სახსრების დაავადებები, მწვავე და ქრონიკული
  • ართრიტი, პოდაგრული და ფსორიაზული
  • ოსტეოართროზი
  • პოლიართრიტი
  • სპონდილოართრიტი მაანკილოზებელი (ბეხტერევის დაავადება)
  • ართრიტი იუვენილური
  • ალერგიული დაავადებები
  • ასთმა ბრონქული
  • პოლინოზი
  • კვინკეს შეშუპება
  • ურტიკარია
  • ალერგია წამლისმიერი
  • შოკი ანაფილაქსიური
  • კონიუნქტივიტი ალერგიული
  • ფილტვის დაავადებები
  • ბრონქიტი ქრონიკული
  • ფიბროზი ფილტვის
  • სარკოიდოზი
  • ტუბერკულოზი
  • მენინგიტი ტუბერკულოზური
  • ტუბერკულოზი ფილტვის
  • პლევრიტი ექსუდაციური
  • გულის დაავადებები
  • მიოკარდიტი
  • პერიკარდიტი ექსუდაციური
  • პოსტინფარქტული სინდრომი პერიკარდიტით
  • სისხლის და სისხლმბადი სისტემის დაავადებები
  • ანემია ჰემოლიზური
  • გრანულოციტოპენია
  • თრომბოციტოპენიური პურპურა
  • ლიმფოგრანულომატოზი
  • მიელომური დაავადება
  • ლიმფოლეიკოზი  მწვავე
  • ლეიკოზი მიელოიდური
  • ღვიძლის დაავადებები
  • ჰეპატიტი, ალკოჰოლური,ენცეფალოპათიით
  • ჰეპატიტი ქრონიკული, აქტიური
  • ქოლესტაზი ღვიძლშიდა
  • კუჭ-ნაწლავის დაავადებები
  • კოლიტი წყლულოვანი
  • ენტერიტი  გრანულომატოზური (კრონის დაავადება)
  • ენტერიტი ლოკალური
  • თირკმლის დაავადებები
  • ნეფროზული სინდრომი
  • ნეფროზი  ლიპოიდური ბავშვებში
  • ტუბერკულოზი უროგენიტალური
  • სტრიქტურა ურეთრის
  • ნერვული სისტემის დაავადებები
  • მენინგიტი ბაქტერიული
  • ნეიროპათია  ტოქსიკური
  • პოლინევრიტი, ალერგიული ეტიოლოგიის
  • რადიკულიტი, ალერგიული ეტიოლოგიის
  • სკლეროზი გაფანტული
  • ენდოკრინული დაავადებები
  • თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, პირველადი (ადისონის დაავადება) და მეორადი
  • ადრენოგენიტალური სინდრომი (თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია)
  • თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა, მწვავე
  • კანის დაავადებები
  • ფსორიაზი
  • ეგზემა
  • დერმატიტი ატოპიური
  • ნეიროდერმიტი დიფუზური
  • დერმატიტი კონტაქტური
  • ტოქსიდერმია
  • დერმატიტი სებორეული
  • დერმატიტი ექსფოლიატური
  • ნეკროლიზი ტოქსიკური ეპიდერმალური (ლაიელის სინდრომი)
  • დერმატიტი ბულოზური ჰერპეტიფორმული
  • ერითემა ავთვისებიანი ექსუდაციური (სტივენს-ჯონსონის სინდრომი)
  • თვალის დაავადებები
  • ოფთალმია სიმპათიკური
  • უვეიტი, მძიმედ მიმდინარე, წინა და უკანა
  • ნევრიტი მხედველობის ნერვის
  • ტრანსპლანტაცია
პრეპარატის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
მედინოსტი წარმოადგენს სინთეზურ გლუკოკორტიკოიდს, ჰიდროკორტიზონის დეჰიდრირებულ ანალოგს, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, შოკის საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური და იმუნოდეპრესიული მოქმედება. მოქმედებს სხვადასხვა სახის ნივთიერებათა ცვლაზე: ამცირებს პლაზმაში ცილის რაოდენობას და სინთეზს, აძლიერებს ცილის კატაბოლიზმს კუნთოვან ქსოვილში, ხელს უწყობს ღვიძლში ფერმენტული ცილების, უმაღლესი ცხიმოვანი მჟავების და ტრიგლიცერიდების წარმოქმნას, ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილებას, იწვევს ჰიპერქოლესტერინემიას და ჰიპერგლიკემიას. შეიძლება გამოიწვიოს ოსტეოპოროზი, ვინაიდან ამცირებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებიდან, ასტიმულირებს ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვას (ძვლის რეზორბციას) და თირკმლებით გამოყოფას. მედინოსტი ხელს უწყობს ორგანიზმში ნატრიუმის და წყლის შეკავებას და არტერიული წნევის მომატებას, ზრდის კალიუმის გამოყოფას, ამცირებს კალციუმის აბსორბციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციას.
ანტიალერგიული ეფექტი განპირობებულია ალერგიის მედიატორების სინთეზისა და სეკრეციის შემცირებით, ჰისტამინისა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოთავისუფლების შეფერხებით, ბაზოფილების, T – და B-ლიმფოციტების და პოხიერი უჯრედების შემცირებით;
ლიმფოიდური და შემაერთებელი ქსოვილის განვითარების დათრგუნვით, ეფექტორული უჯრედების მგრძნობელობის დაქვეითებით ალერგიის მედიატორების მიმართ, ორგანიზმის იმუნური პასუხის შეცვლით.
იმუნოდეპრესიული ეფექტი განპირობებულია ლიმფოიდური ქსოვილის ინვოლუციით, ლიმფოციტების პროლიფერაციის (განსაკუთრებით T-ლიმფოციტების) და B – და T-ლიმფოციტების ურთიერთქმედების დათრგუნვით, ციტოკინების გამოთავისუფლების დათრგუნვით მაკროფაგებიდან და ლიმფოციტებიდან, ანტისხეულების წარმოქმნის შემცირებით.
ანთების საწინააღმდეგო ეფექტი განპირობებულია ანთების მედიატორების გამოთავისუფლების დათრგუნვით ეოზინოფილებსა და პოხიერ უჯრედებში, ლიპოკორტინების ინდუცირებით და პოხიერი უჯრედების (გამოიმუშავებენ ჰიალურონის მჟავას) რაოდენობის შემცირებით, კაპილარების განვლადობის შემცირებით, მემბრანის სტაბილიზაციით. მოქმედებს ანთებითი პროცესის ყველა ეტაპზე: აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზს არაქიდონის მჟავას დონეზე, პროანთებითი ციტოკინების სინთეზს, ზრდის უჯრედის მემბრანის მდგრადობას დამაზიანებელი ფაქტორების მიმართ. პრეპარატი თრგუნავს თირკმელზედა ჯირკვლებიდან გლუკო – და მინერალოკორტიკოიდების გამოყოფას. ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ატროფია.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი პერორალურად მიღების შემდეგ კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა შეადგენს 70-90%-ს. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 1-1.5 სთ-ის შემდეგ. პრეპარატის 90% შეკავშირებულია პლაზმის ცილებთან (ტრანსკორტინთან და ალბუმინთან). პრეპარატი უპირატესად მეტაბოლიზდება ღვიძლში. მეტაბოლიტები არააქტიურია. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) პერორალური მიღების შემდეგ შეადგენს 2-4 სთ-ს, ხოლო ინტრავენური შეყვანის შემდეგ 2-3.5 სთ-ს. პრეპარატის დაახლოებით 20% გამოიყოფა თირკმლებით უცვლელი ფორმით. გაივლის პლაცენტურ ბარიერს, მიღებული დოზის 1%-ზე ნაკლები გადადის დედის რძეში.
ჩვენებები
• შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა, დერმატომიოზიტი, რევმატოიდული ართრიტი, სისტემური ვასკულიტი, კვანძოვანი პერიარტერიიტი, სკლეროდერმია);
• რევმატული დაავადებები (მწვავე რევმატული ცხელება, რევმატული მიოკარდიტი და პერიკარდიტი, ქრონიკული ართრიტის მწვავე, ექსუდაციური სტადია);
• სახსრების მწვავე და ქრონიკული დაავადებები (პოდაგრული და ფსორიაზული ართრიტი, ოსტეოართროზი, პოლიართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება), იუვენილური ართრიტი);
• ალერგიული დაავადებები (ბრონქული ასთმა, პოლინოზი, კვინკეს შეშუპება, ურტიკარია, წამლისმიერი ალერგია, ანაფილაქსიური შოკი, ალერგიული კონიუნქტივიტი);
• ფილტვის დაავადებები (ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვის ფიბროზი, სარკოიდოზი);
• ტუბერკულოზი (ტუბერკულოზური მენინგიტი, ფილტვის ტუბერკულოზი, ექსუდაციური პლევრიტი);
• გულის დაავადებები (მიოკარდიტი, ექსუდაციური პერიკარდიტი, პოსტინფარქტული სინდრომი პერიკარდიტით);
• სისხლის და სისხლმბადი სისტემის დაავადებები (ჰემოლიზური ანემია, გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა, ლიმფოგრანულომატოზი, მიელომური დაავადება, მწვავე ლიმფოლეიკოზი და მიელოიდური ლეიკოზი);
• ღვიძლის დაავადებები (ალკოჰოლური ჰეპატიტი ენცეფალოპათიით, ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი, ღვიძლშიდა ქოლესტაზი);
• კუჭ-ნაწლავის დაავადებები (წყლულოვანი კოლიტი, გრანულომატოზური ენტერიტი (კრონის დაავადება), ლოკალური ენტერიტი);
• თირკმლის დაავადებები (ნეფროზული სინდრომი, ლიპოიდური ნეფროზი ბავშვებში, უროგენიტალური ტუბერკულოზი, ურეთრის სტრიქტურა);
• ნერვული სისტემის დაავადებები (ბაქტერიული მენინგიტი, ტოქსიკური ნეიროპათია, პოლინევრიტი და რადიკულიტი (ალერგიული ეტიოლოგიის), გაფანტული სკლეროზი);
• ენდოკრინული დაავადებები (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა: პირველადი (ადისონის დაავადება) და მეორადი; ადრენოგენიტალური სინდრომი (თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია); თირკმელზედა ჯირკვლების მწვავე უკმარისობა);
• კანის დაავადებები (ფსორიაზი, ეგზემა, ატოპიური დერმატიტი, დიფუზური ნეიროდერმიტი, კონტაქტური დერმატიტი, ტოქსიდერმია, სებორეული დერმატიტი, ექსფოლიატური დერმატიტი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ბულოზური ჰერპეტიფორმული დერმატიტი, ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი));
• თვალის დაავადებები (სიმპათიკური ოფთალმია, მძიმედ მიმდინარე წინა და უკანა უვეიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი);
• ტრანსპლანტაცია.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატის დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი დაავადების ჩვენების და სიმძიმის მიხედვით.
მძიმე დაავადებების დროს მედინოსტის დღიური დოზა შეადგენს 50-70 მგ-ს, ქრონიკული დაავადებების დროს – 20-30 მგ-ს, შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღეში. ბავშვებში მწვავე დაავადებების სამკურნალოდ ინიშნება 1-2 მგ/კგ სხეულის წონაზე, ხოლო შემანარჩუნებელი დოზის სახით – 0.25-0.5 მგ/კგ სხეულის წონაზე. 6 წლამდე ბავშვებში რეკომენდებულია ტაბლეტებით მკურნალობა.
მედინოსტი მიიღება უშუალოდ საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად. ენდოგენური გლუკოკორტიკოიდების სეკრეციის ცირკადული რიტმის შესაბამისად პრეპარატი მიიღება ერთხელ დღეში დილით 6 სთ-დან 8 სთ-მდე. მაღალი დღიური დოზა შეიძლება გაიყოს 2-4 მიღებაზე, ამასთან დილით მიიღება უფრო დიდი დოზა.
საინექციო ხსნარი შეჰყავთ კუნთებში ან ვენაში, მზა ხსნარის შერევა ან განზავება სხვა საინფუზიო ან საინექციო ხსნარებით დაუშვებელია. მოზრდილებში დღიური დოზა შეადგენს 25-30 მგ-ს კუნთებში ან ვენაში, მძიმე შემთხვევებში შეიძლება დოზის გაზრდა. მსხვილ სახსრებში შეჰყავთ 25-50 მგ, საშუალო ზომის სახსრებში – 10-25 მგ, წვრილ სახსრებში – 5-10 მგ. 6-12 წლის ასაკის ბავშვებში დღიური დოზა შეადგენს 25 მგ-ს კუნთებში ან ვენაში.
მკურნალობის უცებ შეწყვეტა არ შეიძლება დაავადების მოსალოდნელი გამწვავების გამო. დღიური დოზა უნდა შემცირდეს თანდათან.
გამოტოვებული დოზის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის სასწრაფოდ მიღება. თუ შემდეგი მიღების დრო მოახლოებულია, მაშინ გამოტოვებულ დოზას არ ღებულობენ. ორმაგი დოზის ერთდროულად მიღება არ შეიძლება.
გვერდითი მოვლენები
ხანმოკლე მიღებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება, ხანგრძლივი მიღებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი მოვლენები:
წყალ-ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: ნატრიუმის და სითხის შეკავება ორგანიზმში, ჰიპოკალემია, ჰიპოკალემიური ალკალოზი, არტერიული წნევის მომატება, სისხლის მიმოქცევის უკმარისობა; ძვალ-სახსროვანი სისტემის მხრივ: კუნთების სისუსტე, სტეროიდული მიოპათია, ოსტეოპოროზი, ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა, ბარძაყისა და მხრის ძვლების თავების ასეპტიკური ნეკროზი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: სტეროიდული წყლული შესაძლო პერფორაციით და სისხლდენით, პანკრეატიტი, მეტეორიზმი, წყლულოვანი ეზოფაგიტი, გულისრევა, მადის მომატება;
დერმატოლოგიური რეაქციები: კანის სტრიების ატროფია, ჭრილობის შეხორცების შენელება, კანის გათხელება, ერითემა, ოფლიანობა, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება;
ნერვული სისტემის მხრივ: ქალასშიდა წნევის მომატება მხედველობის ნერვის დვრილის შეგუბებითი სინდრომით, თავის ტკივილი, თავბრუ, კრუნჩხვები, ძილის დარღვევა, ჰალუცინაციები, დეპრესია, პარანოია, ეიფორია;
ენდოკრინული სისტემის მხრივ: კუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის და ჰიპოთალამო-ჰიპოფიზის მეორადი უკმარისობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, ლატენტური შაქრიანი დიაბეტის მანიფესტაცია;
მხედველობის სისტემის მხრივ: უკანა სუბკაფსულური კატარაქტა, თვალშიდა წნევის მომატება, გლაუკომა, ეგზოფთალმი;
ფსიქიკური სფეროს მხრივ: სიმპტომები უფრო ხშირად ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან პირველი 2 კვირის განმავლობაში, შეიძლება გამოვლინდეს შიზოფრენიის იმიტაცია, ფსიქიკურ აშლილობას უფრო ხშირად ექვემდებარებიან ქალები და სისტემური წითელი მგლურათი შეპყრობილი პაციენტები;
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: აზოტის უარყოფითი ბალანსი (ცილების კატაბოლიზმის შედეგად);
ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ლეიკოციტოზი (20000/მკლ), ლიმფოციტებისა და მონოციტების შემცირება, თრომბოციტების მომატება/შემცირება, კალციუმის კონცენტრაციის მომატება სისხლსა და შარდში, საერთო ქოლესტერინის მომატება სისხლში, კანის ალერგიულ ტესტებზე და ტუბერკულინის სინჯზე რეაქციის შესუსტება;
სხვა: ანაფილაქსიური რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობა, მაობლიტირებელი არტერიიტი, სხეულის წონის მომატება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში; გამოხატული ოსტეოპოროზი; დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი; არტერიული ჰიპერტენზია; თრომბოემბოლიისადმი მიდრეკილება; იცენკო-კუშინგის დაავადება და სინდრომი; თირეოტოქსიკოზი; ჰიპოთირეოზი; სიმსუქნე III-IV ხარისხის; ახლად გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა; გულის ქრონიკული უკმარისობა; ჰიპერლიპიდემია; თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობა; ნეფროუროლითიაზი; გლაუკომა; ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, პრეპარატი ინიშნება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების შეფერხება. ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს ძუძუთი კვება.
განსაკუთრებული მითითებები
მედინოსტით მკურნალობისას აუცილებელია ოფთალმოლოგის მეთვალყურეობა, არტერიული წნევის, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის, პერიფერიული სისხლის და სისხლში გლუკოზის რაოდენობის კონტროლი.
დიურეზულ პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენებისას აუცილებელია ელექტროლიტური ბალანსის კონტროლი. ჰიპოკალემიის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია კალიუმის პრეპარატების და შესაბამისი დიეტის დანიშვნა. მედინოსტით მკურნალობისას არ არის მიზანშეწონილი ვაქცინაცია უკანასკნელის ეფექტურობის შემცირების გამო. ინფექციური დაავადებების და ტუბერკულოზის დროს პრეპარატი ინიშნება ანტიბიოტიკებთან და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად. თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის დროს პრეპარატი ინიშნება მინერალოკორტიკოიდებთან ერთად. შაქრიანი დიაბეტის ან შედედების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას, მედინოსტის ფონზე აუცილებელია მათი დოზის ხელახალი შერჩევა. ადისონის დაავადებით შეპყრობილ პაციენტებში არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა ბარბიტურატებთან ერთად, ვინაიდან შესაძლებელია თირკმელზედა ჯირკვლების მწვავე უკმარისობის განვითარება. პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას მიმართ მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ბავშვებში პრეპარატის დანიშვნისას აუცილებელია მათი განვითარების და ზრდის ტემპის კონტროლი.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: მონაცემები არ არსებობს.
ჭარბი დოზირება
შესაძლებელია ზემოთ აღწერილი გვერდითი მოვლენების გაძლიერება. მკურნალობა სიმპტომური.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის მიღებისას ანტიკოაგულანტებთან ერთად შესაძლებელია შედედების საწინააღმდეგო მოქმედების შესუსტება; გულის გლიკოზიდებთან – ძლიერდება გლიკოზიდური ინტოქსიკაციის განვითარების რისკი; ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან – მცირდება სისხლში გლუკოზის დონის დაწევის სიჩქარე; სალიცილატებთან – ძლიერდება სისხლდენის განვითარების შესაძლებლობა; დიურეტიკებთან – შესაძლებელია ელექტროლიტური ცვლის დარღვევის გაძლიერება; რიფამპიცინთან – რიფამპიცინის თერაპიული მოქმედების შესუსტება. შესაძლებელია მედინოსტის შეუთავსებლობა სხვა ინტრავენურ პრეპარატებთან, რის გამოც რეკომენდებულია მისი დამოუკიდებლად შეყვანა.
შენახვის პირობები და ვადები
ტაბლეტები: ინახება არა უმეტეს 25 ºС ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
საინექციო ხსნარი: ინახება 18-25ºС ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. გაყინვა დაუშვებელია.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობა:
ტაბლეტები: 3 წელი.
ამპულები: 2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა ექიმის რეცეპტით ინსტრუქციის შესაბამისად).

Viewed 3870 times by 553 viewers

ზოგადი ინფორმაცია

კონვურატი. CONVURAT. ანტიეპილეფსიური პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – კარბამაზეპინი. Carbamazepine. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – N03AF01. მწარმოებელი ფირმა – ავერსი – რაციონალი (საქართველო).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

გამოდის 200მგ–იანი ტაბლეტის ფორმით. აღწერა:თეთრი ან მოთეთრო ფერის ბრტყელი ზედაპირის მქონე მრგვალი ფორმის შემოუგარსავი ტაბლეტი, ნაზოლითა და ჭდით; 1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს კარბამაზეპინს – 200 მგ.დამხმარე ნივთიერებებია: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, მეთილცელულოზა, გლიცერინი, მაგნიუმის სტეარატი.

აქტიური ნივთიერება

კარბამაზეპინი. Carbamazepine. ქიმიური დასახელება – 5H-დიბენზ[b,f]აზეპინ -5-კარბოქსამიდი. ბრუტო–ფორმულა: C15H12N2O. კარბამაზეპინის მიაკუთვნებენ ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს. CAS-კოდი:298-46-4.

სინონიმები

კონვურატი (CONVURAT, AVERSI, საქართველო), ტეგრეტოლი (Tegritol, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., შვეიცარია),  ფინლეპსინი (FINLEPSIN, Teva, პოლონეთი), ფინლეპსინი რეტარდი (Finlepsin retard, Teva, გერმანია).

პრეპარატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ეპილეფსია
  • გულყრა პარციალური , მარტივი და რთული სიმპტომატიკით მიმდინარე
  • გულყრა გენერალიზებული ტონურ-კლონური , ძირითადად ფოკალური გენეზის (დიდი გულყრა ძილის დროს, დიფუზური დიდი გულყრა)
  • ეპილეფსიის შერეული ფორმები
  •  ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი
  • ნევრალგია სამწვერა ნერვის
  • ნევრალგია გლოსოფარინგეალური
  •  ტკივილის სინდრომი დიაბეტური ნეიროპათიის დროს
  •  ეპილეპტიფორმული კრუნჩხვები გაფანტული სკლეროზის დროს
  •  კრუნჩხვები ტონური
  •  დიზართრია პაროქსიზმული
  • ატაქსია
  •  პარესთეზიები პაროქსიზმული
  • ტკივილის შეტევები
  • ფსიქოზები (ძირითადად მანიაკალურ – დეპრესიულ მდგომარეობების და იპოქონდრიული დეპრესიების დროს)
  • ფსიქოზები, აფექტური და შიზოაფექტური
  • უშაქრო დიაბეტი, ცენტრალური გენეზის
  • პოლიურია, ნეიროჰორმონალური გენეზის
  • პოლიდიფსია, ნეიროჰორმონალური გენეზის

პრეპარატის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
კონვურატი წარმოადგენს ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებას (გააჩნია როგორც კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ასევე ფსიქოტროპული ეფექტი), ხასიათდება ზომიერად გამოხატული ანტიდეპრესიული, ნორმოთიმიური და ანალგეზიური მოქმედებით (ნეიროგენული ტკივილის დროს). მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პოტენციალდამოკიდებული Na + – არხების ბლოკადით, რაც იწვევს ნეირონების მემბრანის სტაბილიზებას, ნეირონების სერიული განმუხტვების წარმოქმნის ინჰიბირებას და იმპულსების სინაფსური გამტარებლობის დაქვეითებას. ხელს უშლის Na + – დამოკიდებული მოქმედების პოტენციალების განმეორებით წარმოქმნას დეპოლარიზებულ ნეირონებში. აქვეითებს ამგზნები ნეირომედიატორული ამინომჟავა გლუტამატის გამოთავისუფლებას, მაღლა სწევს კრუნჩხვის განვითარების დაქვეითებულ ზღურბლს და აქედან გამომდინარე, აქვეითებს ეპილეფსიური შეტევის განვითარების რისკს. ზრდის Ka + – გამტარებლობას, ახდენს პოტენციალდამოკიდებული Ca2 + – არხების მოდულირებას, რამაც ასევე შეიძლება განაპირობოს პრეპარატის კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება.
პრეპარატი ახდენს პიროვნების ეპილეფსიური ცვლილებების კორექციას, რაც, საბოლოო ჯამში, ზრდის პაციენტების კომუნიკაბელობას, ხელს უწყობს მათ სოციალურ რეაბილიტაციას. ეფექტურია ფოკალური (პარციალური) ეპილეფსიური შეტევების დროს, გენერალიზებულ ტონურ – კლონური ეპილეფსიური კრუნჩხვების დროს, ასევე აღნიშნული ფორმების კომბინაციის შემთხვევაში (არ არის ეფექტური მცირე შეტევების – petit mal, აბსანსების და მიოკლონური შეტევების დროს). ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში (განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში) ეფექტურია შფოთვის და დეპრესიის სიმპტომების კუპირებისთვის, ასევე გაღიზიანების და აგრესიულობის შესამცირებლად. კონვურატი ხელს უშლის ტკივილის შეტევების წარმოქმნას სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს, ამცირებს ალკოჰოლური აბსტინენციის სიმპტომების კლინიკურ გამოვლენას, აქვეითებს კრუნჩხვით აქტიურობას. უშაქრო დიაბეტის დროს ახდენს წყლის ბალანსის სწრაფ კომპენსაციას, აქვეითებს დიურეზს და წყურვილს.
ფარმაკოკინეტიკა
კარბამაზეპინი ნელა, მაგრამ თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა პრეპარატის ერთი ტაბლეტის ერთჯერადად მიღებიდან 12 სთ-ის შემდეგ. პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 70-80%-ს. კარბამაზეპინის კონცენტრაცია ზურგის ტვინის სითხეში შეადგენს მისი სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის 33%-ს. კარბამაზეპინი გაივლის პლაცენტარულ ბარიერს, გადადის დედის რძეში. განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში რამოდენიმე მეტაბოლიტის წარმოქმნით. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი (Т1/2 ) საშუალოდ შეადგენს 12-36 სთ-ს. პრეპარატი გამოიყოფა თირკმლების (70%) და ნაწლავების (30%) საშუალებით.
ჩვენებები
• ეპილეფსია: მარტივი და რთული სიმპტომატიკით მიმდინარე პარციალური გულყრა;
გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრა, ძირითადად ფოკალური გენეზის (დიდი გულყრა ძილის დროს, დიფუზური დიდი გულყრა); ეპილეფსიის შერეული ფორმები;
• ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი (სტაციონარის პირობებში);
• სამწვერა ნერვის ნევრალგია;
• გლოსოფარინგეალური ნევრალგია;
• ტკივილის სინდრომი დიაბეტური ნეიროპათიის დროს;
• ეპილეპტიფორმული კრუნჩხვები გაფანტული სკლეროზის დროს, ტონური კრუნჩხვები, პაროქსიზმული დიზართრია და ატაქსია, პაროქსიზმული პარესთეზიები და ტკივილის შეტევები;
• ფსიქოზები (ძირითადად მანიაკალურ – დეპრესიულ მდგომარეობების და იპოქონდრიული დეპრესიების დროს); აფექტური და შიზოაფექტური ფსიქოზების მეორადი პროფილაქტიკა;
• ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტი, ნეიროჰორმონალური გენეზის პოლიურია და პოლიდიფსია.
მიღების წესები და დოზები
დოზირების რეჟიმი შეირჩევა ინდივიდუალურად, ჩვენების მიხედვით და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით. პრეპარატი მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება დაბალი დოზით მისი შემდგომი თანდათანობით გაზრდით ოპტიმალური ეფექტის მიღწევამდე.
მოზრდილებში და 15 წელს ზემოთ მოზარდებში საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 200-400 მგ; შემდგომში კლინიკური ეფექტის გათვალისწინებით დოზას თანდათან ზრდიან არა უმეტეს 200 მგ/დღეში 1 კვირიანი ინტერვალით შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე, რომელიც შეადგენს 800-1200 მგ/დღეში. მიღების სიხშირე – 1-4-ჯერ დღეში.
ბავშვებში პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 10-20 მგ/კგ, გაყოფილი 2-3 მიღებაზე. საჭიროების შემთხვევაში დოზას თანდათან ზრდიან არა უმეტეს 100 მგ-ით დღეში 1 კვირიანი ინტერვალით შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე, რომელიც შეადგენს 400-800 მგ/დღეში.
მაქსიმალური დოზა მოზრდილებში და 15 წელს ზემოთ მოზარდებში შეადგენს 1200 მგ/დღეში, ბავშვებში – 1000 მგ/დღეში.
რეკომენდებულია დოზირების შემდეგი სქემა:
ასაკისაწყისი დოზაშემანარჩუნებელი დოზა
მოზრდილები200-300 მგ საღამოს200-600 მგ დილით და 400-600 მგ საღამოს
ბავშვები 6-დან 10 წლამდე200 მგ საღამოს200 მგ დილით და 200-400 მგ საღამოს
ბავშვები 11-დან 15 წლამდე150-200 მგ საღამოს200-400 მგ დილით და 400-600 მგ საღამოს
სხვა კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად მიღების შემთხვევაში, კონვურატის დოზას თანდათან ზრდიან, მაშინ, როდესაც მეორე კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატის დოზა შენარჩუნებულია ან თანდათან მცირდება. კონვურატის დოზის შემცირება ან სრული მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ გულყრების 2-3 წლიანი არარსებობის შემთხვევაში. მკურნალობას წყვეტენ დოზის თანდათანობით შემცირებით 1-2 წლის განმავლობაში.
კრუნჩხვითი გულყრების განვითარების ასაცილებლად ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის დროს სტაციონარის პირობებში კონვურატის საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 200 მგ-ს დილით და 400 მგ-ს საღამოს. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია დოზის გაზრდა 1200 მგ – მდე. მკურნალობას წყვეტენ დოზის თანდათანობით შემცირებით 7 – 10 დღის განმავლობაში. მკურნალობის პერიოდში აუცილებელია კარბამაზეპინის დონის მუდმივი კონტროლი სისხლის შრატში.
სამწვერა ნერვის ნევრალგიის და გლოსოფარინგეალური ნევრალგიის დროს კონვურატის საწყისი დოზა შეადგენს 200 – 400 მგ/დღეში. დოზას თანდათანობით ზრდიან 400 – 800 მგ/დღეში 1 – 2 მიღებაზე ტკივილის სრულ გაქრობამდე. ამის შემდეგ მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს შემანარჩუნებელი დოზით, რომელიც შეადგენს 400 მგ/დღეში 2 მიღებაზე.
ტკივილის სინდრომისას დიაბეტური ნეიროპათიის დროს კონვურატის საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 200 მგ-ს დილით და 400 მგ-ს საღამოს. განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება დაინიშნოს 1200 მგ/დღეში.
ეპილეპტიფორმული კრუნჩხვებისას გაფანტული სკლეროზის დროს საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 400-800 მგ-ს 2 მიღებაზე.
ფსიქოზების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის კონვურატი ინიშნება 200 – 400 მგ/დღეში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 800 მგ/დღეში.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლის და თირკმლების მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში, ასევე ხანდაზმულ ასაკში კონვურატი ინიშნება შედარებით დაბალი დოზით.
გვერდითი მოვლენები
ნერვული სისტემის მხრივ: ზოგადი სისუსტე, თავბრუ, ატაქსია, ძილიანობა, თავის ტკივილი, დიპლოპია, აკომოდაციის დარღვევა; იშვიათად – უნებლიე მოძრაობები, ნისტაგმი, ოროფაციალური დისკინეზია, თვალის მოძრაობის დარღვევა, მეტყველების დარღვევები (დიზარტრია), პერიფერიული ნევრიტი, კუნთების სისუსტე, პარეზი;
ფსიქიკური სფეროს მხრივ: იშვიათად – დეპრესია, უმადობა, მოუსვენრობა, აგრესიულობა, აღზნებადობა, დეზორიენტაცია;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, დიარეა ან ყაბზობა, იშვიათად – ტრანსამინაზების დონის მომატება;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – გულის გამტარებლობის დარღვევა,
არტერიული ჰიპერ – ან ჰიპოტენზია; ძალიან იშვიათად – ბრადიკარდია, არითმია, AV ბლოკადა, კოლაფსი, გულის უკმარისობა, თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლიური სინდრომი;
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია; იშვიათად – ლეიკოციტოზი, ლიმფადენოპათია, აგრანულოციტოზი;
სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – პნევმონიტი, ქოშინი;
შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – თირკმლების დისფუნქცია (ალბუმინურია, ჰემატურია, ოლიგურია), ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის უკმარისობა;
საყრდენ – მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ართრალგია, მიალგია, კუნთების სპაზმი;
ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ექსფოლიატიური დერმატიტი, ერითროდერმია, იშვიათად – ქავილი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), მგლურასმაგვარი სინდრომი;
სხვა გამოვლინებები: ჰიპონატრიემია, შეშუპება, სხეულის მასის მომატება, ლიმფადენოპათია, გალაქტორეა, გინეკომასტია, სექსუალური ფუნქციების დარღვევა.
უკუჩვენება
• კარბამაზეპინის ან ქიმიურად მსგავსი სტრუქტურის მქონე პრეპარატების (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების) მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა;
• AV ბლოკადა;
• ძვლის ტვინის დაზიანება, მიელოსუპრესია ან მწვავე პორფირია ანამნეზში;
• მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროული მიღება;
• ლითიუმის პრეპარატების ერთდროული მიღება;
• ორსულობა (I ტრიმესტრი).
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს კონვურატის გამოყენება ხდება განსაკუთრებული სიფრთხილით. ორსულ ქალებში ანტიეპილეფსიური თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ჩატარდეს მონოთერაპია რომელიმე ერთი პრეპარატით, ვინაიდან კომბინაციის შემთხვევაში იზრდება ნაყოფის განვითარების ანომალიების წარმოქმნის რისკი. ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის I ტრიმესტრში, კონვურატი ინიშნება მინიმალური დოზით.
პრეპარატი გადადის დედის რძეში. თუ ძუძუთი კვების დროს ახალშობილს აღენიშნება გვერდითი მოვლენები (ძილიანობა, ალერგიული რეაქციები, აგზნებადობა, წონაში ცუდად მატება) საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
განსაკუთრებული მითითებები
კონვურატით მკურნალობა ტარდება ექიმის დაკვირვების ქვეშ.
მკურნალობის დაწყებამდე და მის პროცესში აუცილებელია სისხლის და შარდის ანალიზის, ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლის და პლაზმაში ელექტროლიტების კონცენტრაციის კონტროლი.
კონვურატი სიფრთხილით ინიშნება გულსისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლის და თირკმლების მძიმე დაავადებების დროს, წყალ – მარილოვანი ცვლის მძიმე დარღვევისას (ჰიპონატრიემია), ჰემატოლოგიური დარღვევების, შაქრიანი დიაბეტის, გლაუკომის დროს, მომატებული აგზნებადობისას, ხანდაზმულ ასაკში. კონვურატი არ ინიშნება ატიპიური და მცირე ეპილეფსიური გულყრების და მიოკლონუსის დროს.
პრეპარატი არ გამოიყენება ჩვეულებრივი ტკივილის მოსახსნელად. ასევე არ ინიშნება პროფილაქტიკის მიზნით სამწვერა ნერვის ნევრალგიის ხანგრძლივი რემისიის პერიოდში.
მაო-ს ინჰიბიტორების მიღება უნდა შეწყდეს კონვურატით მკურნალობის დაწყებამდე 2 კვირით ადრე. ორსულებში რეკომენდებულია ფოლის მჟავას მიღება (ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებს შეუძლია გამოიწვიონ ფოლის მჟავას დეფიციტი); მომატებული სისხლდენის ხელის შეშლის მიზნით ქალებს ორსულობის ბოლო კვირებში და ახალშობილებს ენიშნებათ ვიტამინი K.
კონვურატით მკურნალობის შეწყვეტა და სხვა ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატზე გადაყვანა ხდება არა მაშინვე, არამედ დოზის თანდათანობით შემცირებით.
კონვურატით მკურნალობისას დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
არ შეიძლება ავტოტრანსპორტის მართვა და იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: თავის ტკივილი, თავბრუ, აღზნებადობა, ჰალუცინაციები, აგრესიულობა, მხედველობის დაბინდვა, დიზარტრია, ნისტაგმი, ატაქსია, დისკინეზია, ჰიპერ-/ჰიპორეფლექსია, კრუნჩხვები, მიოკლონუსი, ჰიპოთერმია; სუნთქვის დათრგუნვა, ფილტვების შეშუპება; ტაქიკარდია, ჰიპო-/ჰიპერტენზია, გულის გაჩერება და ცნობიერების დაკარგვა, AV ბლოკადა; გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, სიყვითლე, ჰეპატიტი, ღვიძლის ტრანსამინაზების დონის მომატება; ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ჰიპერგლიკემია, ჰიპონატრიემია, მეტაბოლური აციდოზი; ექსფოლიატიური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის და ლაიელის სინდრომი, ანაფილაქსიური რეაქციები.
მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ღებინების ინდუცირება, კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის და მარილოვანი საფაღარათო საშუალებების მიღება, ფორსირებული დიურეზი. სასუნთქი გზების გამავლობის შესანარჩუნებლად – ტრაქეის ინტუბაცია, ხელოვნური სუნთქვა და/ან ჟანგბადის გამოყენება. ჰიპოტენზიის და შოკის დროს – პლაზმის შემცვლელები, დოფამინი, დობუტამინი, კრუნჩხვების დროს – ბენზოდიაზეპინების (დიაზეპამი) ან სხვა კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების შეყვანა; ჰიპონატრიემიის განვითარებისას – სითხის მიღების შეზღუდვა, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ფრთხილი ი/ვ ინფუზია. თუ მძიმე მოწამვლას თან ერთვის თირკმლის უკმარისობა, ნაჩვენებია თირკმლის დიალიზი. საჭიროა გათვალისწინებული იქნეს დოზის გადაჭარბების სიმპტომების განმეორებითი გაძლიერება მათი გამოვლინებიდან მე-2-3 დღეს, რაც დაკავშირებულია პრეპარატის ნელა შეწოვასთან.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შეუთავსებელია მაო-ს ინჰიბიტორებთან. მაო-ს ინჰიბიტორების მიღება უნდა შეწყდეს კონვურატის მიღებამდე 2 კვირით ადრე. კონვურატის სხვა კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (ფენობარბიტალი, ჰექსამიდინი, ფენიტოინი, პრიმიდონი) კომბინაციის შემთხვევაში შესაძლოა კონვურატის ეპილეფსიის საწინააღმდეგო ეფექტის დაქვეითება. ვალპროის მჟავასთან კომბინაციის შემთხვევაში შესაძლოა გონების დაკარგვა და კომის განვითარება. კონვურატი აქვეითებს პერორალური კონტრაცეპციული საშუალებების, ანტიკოაგულანტების, ნეიროლეპტიკების ეფექტურობას, აძლიერებს ლითიუმის პრეპარატების ტოქსიკურ ეფექტს. მაკროლიდებთან, იზონიაზიდთან, კალციუმის ანტაგონისტებთან (ვერაპამილი, იზონიაზიდი), დექსტროპროპოქსიფენთან, ვილოქსალინთან, ციმეტიდინთან ერთდროულად გამოყენების დროს შესაძლოა სისხლის პლაზმაში კარბამაზეპინის კონცენტრაციის მომატება. პროპოქსიფენი ახდენს კონვურატის კრუნჩხვების საწინააღმდეგო ეფექტის პოტენცირებას, ხოლო ტეტრაციკლინები ამცირებენ კარბამაზეპინის კრუნჩხვების საწინააღმდეგო ეფექტს.
კონვურატის და პარაცეტამოლის ერთდროული გამოყენების შეთხვევაში იმატებს პარაცეტამოლის ღვიძლზე ტოქსიკური ზეგავლენის რისკი და კლებულობს მისი თერაპიული ეფექტი. კონვურატი აძლიერებს იზონიაზიდის ჰეპატოტოქსიკურ მოქმედებას.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა : 3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტით (II ჯგუფი).

Viewed 933 times by 153 viewers

konsultaciebi

vaka