Tag Archives: გენეზში

მეტაბოლური ოსტეოპათიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეტაბოლური ოსტეოპათიები – ძვლოვანი ჩონჩხის დაავადებების ჯგუფი, რაც უკავშირდება ფოსფორ – კალციუმის მეტაბოლიზმის დარღვევებს. ხასიათდება ძვლოვანი ქსოვილის გარდაქმნის დარღვევებით. დაავადებების გენეზში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ვიტამინ D მეტაბოლიზმისა და პარათირეოიდული სეკრეციის დარღვევა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

დოიჩლენდერის დაავადება

დოიჩლენდერის დაავადება – წინატერფის ძვლების დაზიანება სტატიკურ – დინამიკური გადატვირთვის შედეგად, მაგ. სპორტული ვარჯიშების, ხანგრძლივი ფორსირებული სიარულის დროს. დაავადების გენეზში გარკვეულ როლს ასრულებს გადატვირთვა, ბრტყელტერფიანობა, ტერფის სახსრების მადეფორმირებელი ართროზი. ვლინდება ტკივილით, ლოკალური შეშუპებით, კოჭლობით. დიაგნოზი დგინდება რენტგენოლოიგიური გამოკვლევით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი