Tag Archives: გლიკოზამინგლისურიიკა

სუბენდოთელური შრე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სუბენდოთელური შრე – (stratum subendotheliale)  სისხლ­ძარღვის შიგნითა გარსის შრე, შედგება გლიკოზამინგლიკანებით მდიდარი ფაშარი ნაზფიბრილური შემაერთებელი ქსოვილისაგან, ხანდახან შეიცავს გლუვკუნთოვან უჯრედებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ნაწლავის ხაოს სვეტისებრი ეპითელიოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაწლავის ხაოს სვეტისებრი ეპითელიოციტი – (epitheliocytus columnaris ბერძნ.epi – ზევით, thele – დვრილი, cytos უჯრედი; ლათ.columna – სვეტი) – სვეტის ნაწლავის, ხაოს ყაითნოვანი ენტერო­ციტები აქტიური ფერმენტების მაღალი შემცველობის მქონე მრავალ­რიცხოვანი მიკროხაოებით / უზრუნველყოფს კედლისმიერ მონელებას / . მიკროხაოების ზედაპირი დაფარულია გლიკოკალიქსით, რომელიც წარმოდგენილია ლიპოპროტეიდებითა და გლიკოზამინგლიკანებით. (ც.

Read More