Tag Archives: გ/ლ

ჰიპოფიბრინოგენემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოფიბრინოგენემია – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლის შრატში ფიბრინოგენის შემცველობის შემცირებით (2 გ/ლ ნაკლები). ვლინდება გაზრდილი სისხლდენებით, ჭრილობების ძნელად შეხორცებით. მკურნალობა: მცირე სისხლდენებისას ეპსილონ – ამინოკაპრონისმჟავას შეყვანა, მნიშვნელოვანი სისხლდენებისას – იყენებენ ფიბრინოგენს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ჰიპოპროტეინემია

ჰიპოპროტეინემია – სისხლში ცილის შემცველობის დაქვეითება (60 გ/ლ ქვევით). აღინიშნება ორგანიზმიდან მისი ჭარბად გამოყოფის (ნეფროზული სინდრომი გლომერულონეფრიტის დროს, ამილოიდოზი, შაქრიანი დიაბეტი), მისი არასაკმარისი სინთეზის დროს (ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ციროზი, ჰეპატიტი), ასევე შიმშილობისა და სხვ. მდგომარეობების დროს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი