გონობლასტი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გონობლასტი – (gonoblastus ბერძნ.gonos – დაბადება, blastos – ნერგი) სასქესო ნერგი, რომელიც შედგება პირველადი სასქესო უჯრედებისაგან – გონოციტებისაგან , საიდანაც განვითარების პროცესში წარმოიქმნება ქალის ან მამაკაცის სასქესო უჯრედები. გონობლასტი გამოცალკევდება ძლიერ ადრე, ჯერ კიდევ გასტრულაციამდე და პირველად ლოკალიზებულია ყვითრის პარკის ენდოდერმულ ეპითელიუმში, მოგვიანებით გონოციტები სასქესო ნერგიდან მიგრირებს