Tag Archives: გრამდადებითი

სტრეპტოკოკები

სტრეპტოკოკები – 1. გრამდადებითი ბაქტერიები. შეუძლიათ შაქრებისა და სპირტების დუღილის გამოწვევა. ზოგიერთ პათოლოგიურ სტრეპტოკოკს შეუძლია სისხლის ერითროციტების დაშლა. სხვები იწვევენ ანგინას, წითელ ქარს, პნევმონიას, სეფსისს, დაჩირქებას და ა. შ. 2.  სფეროსებრი უმოძრაო ბაქტერები. გამრავლებისას წარმოქმნიან უჯრედთა ჯაჭვს;  პათოგენური სტრეპტოკოკები იწვევენ სტრეპტოკოკურ ინფექციას. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პნევმოკოკები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პნევმოკოკები – 1. (ბერძნ. pneumon – ფილტვები და კოკები), ოვალური ფორმის (0,5 ´1,2 მკმ) უსპორო უძრავი გრამდადებითი ბაქტერიები, წყვილი კოკები (დიპლოკოკები). ქმნიან ლორწოვან კაფსულს. იზრდებიან მხოლოდ ცილოვან არეებზე; ზრდის ოპტიმალური ტემპ – რა 37°C. პნევმოკოკები ფაკულტატური აერობებია, იწვევენ ნახშირწყლების დუღილს და წარმოქმნიან რძის მჟავას; პნევმოკოკები პათოგენური კოკებია

Read More