Tag Archives: გრძნობ

პიროვნების დეგრადაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიროვნების დეგრადაცია – პიროვნების მიერ მისთვის დამახასიათებელი თავისებურებების დაკარგვა, თვისებების გაღარიბებით (გრძნობები, ინტელექტი, აქტივობა და სხვ.). განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება ქრონიკული ალკოჰოლიზმის და სხვ. ნარკომანიების, დემენციის, შიზოფრენიის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

გრძნობები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გრძნობები – (ემოციები) ადამიანის მიერ გარემომცველ სინამდვილესთან (ადამიანთან, მათ ქცევებთან, რაიმე მოვლენებთან) და საკუთარ თავთან დამოკიდებულების განცდა. ხანმოკლე განცდებს (სიხარული, მწუხარება და ა. შ.), სიტყვის ვიწრო მნიშვნელობით, ზოგჯერ ემოციებს უწოდებენ განსხვავებით გრძნობებისაგან, რომლებიც მდგრად, ხანგრძლივ განცდებს წარმოადგენენ (სიყვარული, სიძულვილი და ა. შ.). გრძნობები სინამდვილის ასახვის განსაკუთრებული ფორმაა;

Read More