Posts Tagged ‘გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები’
გადასვლა სამკურნალო დიეტების საწყის გვერდზე
ჩვენებები:
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, სისხლის მიმოქცევის I-IIA ხარისხის უკმარისობით.
ზოგადი დახასიათება:
- ენერგოღირებულების შემცირება ცხიმებისა და ნახშირწყლების ხარჯზე; გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის აღმგზნები ნივთიერერბების შეზღუდვა. Read the rest of this entry »
Viewed 1655 times by 856 viewers
ლალი დათეშიძე
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
მიოკარდიტი – მიოკარდიუმის უპირატესად ანთებითი დაზიანება. მიმდინარეობის მიხედვით მიოკარდიტი შეიძლება იყოს მწვავე, ქვემწვავე ან ქრონიკული. მწვავე მიოკარდიტი ხშირად ვითარდება ინფექციური დაავადებებისას, მაგალითად ვირუსული (გრიპი) და ბაქტერიული (დიფთერია) ეტიოლოგიის, აგრეთვე მწვავე ალერგიული რეაქციების (წამლისმიერი აუტანლობა) დროს.
სიმპტომები. ძირითადი დაავადების ნიშნებთან ერთად აღინიშნება ტაქიკარდია, გულის რიტმის და გამტარებლობის სხვა დარღვევები, ქოშინი. აუსკულტაციით მოისმინება გულის ტონების, განსაკუთრებით I ტონის, შესუსტება, მწვერვალზე არამკაფიო სისტოლური შუილი. Read the rest of this entry »
Viewed 6254 times by 3047 viewers
ლალი დათეშიძე
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
სტენოკარდია - უეცრად განვითარებული ტკივილის შეტევები გულმკერდში, რომელიც გამოწვეულია მიოკარდის სისხლით მომარაგების მწვავე უკმარისობით.
პათოგენეზი. უმრავლეს შემთხვევაში სტენოკარდია განპირობებულია გულის გვირგვინოვანი არტერიების ათეროსკლეროზით; ამ უკანასკნელის საწყის სტადიაში არტერიის სანათურის გაფართოების შეზღუდვა იწვევს მიოკარდის სისხლით მომარაგების მწვავე დეფიციტს მნიშვნელოვანი ფიზიკური და (ან) ემოციური გადაძაბვების დროს; შეტევის განვითარებას ხელს უწყობს სისხლის დინების შემცირება კორონარული არტერიებისაკენ (არტერიული, განსაკუთრებით დიასტოლური ჰიპოტენზია, ვენური ჰიპოტენზია); სანაღვლე გზების, საყლაპავის, ხერხემლის კისრისა და გულმკერდის ნაწილის თანმხლები დაავადებების დროს პათოლოგიური, რეფლექტორული გავლენა; კორონარული არტერიების სანათურის მწვავე შევიწროება. Read the rest of this entry »
Viewed 13746 times by 4635 viewers


