Tag Archives: დამტვრეულობა

მურის სინდრომი

მურის სინდრომი – აბდომინური შაკიკი, მუცლის შაკიკი, მუცლის ეპილეფსია. ნაწლავის შეტევითი გაძლიერებული მოტორიკა თავის ტვინის გაღიზიანების შედეგად. ნიშნები: პაროქსიზმული გაფანტული ტკივილი მუცელში. პროდრომულ პერიოდში გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, სიფერმკრთალე, ყურყური მუცელში, შეტევის დროს მუცლის კუნთების კლონური შეკუმშვა. შეტევის შემდეგ ძილიანობა, დამტვრეულობა. ელექტროენცეფალოგრამაზე ცერებრული დიზრიტმია. [“3”] გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი