Posts Tagged ‘დამწვრობა’
ზოგადი ინფორმაცია
პსილო-ბალზამი. Psilo-Balsam. ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორების ჯგუფის სამკურნალო საშუალება.აქტიური ნივთიერება – დიფენჰიდრამინი.Diphenhydramine.მწარმოებელი ფირმა – Stada (გერმანია).
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
გამოდის 1% გარეგანი გამოყენების გელის ფორმით 20გ ტუბში.
100გ გელი შეიცავს:ცეტილპირიდინის ქლორიდის 0.1გ,მაკროგოლ-6-გლიცეროლის კაპრილკაპრატს, პოლიაკრილის მჟავას (კარბომერები), ტრომეტამოლს, გამოხდილ წყალს.
აქტიური ნივთიერება
დიფენჰიდრამინი. Diphenhydramine. ქიმიური დასახელება– 2-(დიფენილმეთოქსი)-N,N-დიმეთილეთანამინი (და ჰიდროქლორიდის სახით).ბრუტო–ფორმულა:C17H21NO. დიფენჰიდრამინს მიაკუთვნებენ H1-ანტიჰისტამინური საშუალებების ჯგუფს. CAS-კოდი:58-73-1.

პრეპარატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია
- დამწვრობა მზით
- I ხარისხის დამწვრობა
- ჭინჭრის ციება
- გამონაყარი(ურტიკარია)
- ქავილი სხვადასხვა ეტიოლოგიის
- ეგზემა, ქავილით მიმდინარე
- ჩუტყვავილა
პრეპარატის საფირმო აღწერიდან
ჩვენებები
მზით დამწვრობა და I ხარისხის დამწვრობა, ჭინჭრის ციება, გამონაყარი (ურტიკარია), სხვადასხვა ეტიოლოგიის ქავილი, ქავილით მიმდინარე ეგზემა და ჩუტყვავილა.
მიღების წესები და დოზები
თუ არ არსებობს ექიმის მითითება, ფსილო-ბალზამის დატანება უნდა მოხდეს თხელი ფენის სახით დაზიანებულ ადგილას დღეში რამოდენიმეჯერ და თითების მსუბუქი დარტყმებით განაწილდეს თანაბრად. გელი სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს თვალით შესამჩნევ ნარჩენებს.
გვერდითი მოვლენები
ზოგჯერ შესაძლოა განვითარდეს კანის მომატებული მგრძნობელობის რეაქციები. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების შესახებ, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში.
უკუჩვენება
ფსილო-ბალზამი არ გამოიყენება პაციენტებში მომატებული მგრძნობელობით ცეტილპირიდინის ქლორიდზე, გარდა ექიმის მიერ დაშვებული გამონაკლისი შემთხვევებისა.
შენახვის პირობები და ვადები
არ შეინახოთ 25oC-ს ზევით ტემპერატურაზე.
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 3 წელი
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.

Viewed 485 times by 103 viewers


