Posts Tagged ‘დაჩირქება’
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
შანკროიდი – ვენერიული დაავადება, რომელსაც იწვევს ჰემოფილური ჩხირის განსაკუთრებული სახე. გვხვდება უპირატესად ცხელ ქვეყნებში. დაავადება გადაეცემა სქესობრივი გზით. დასნებოვნებიდან 3 – 14 დღის შემდეგ სასქესო ორგანოების, შორისის, უკანა ტანის მიდამოში ვითარდება ფართო წყლულები; ხშირია საზარდულის ლიმფური კვანძების ანთება და დაჩირქება. გაურთულებელ შემთხვევებში დაავადება გრძელდება 2 თვის განმავლობაში და მთავრდება წყლულების დანაწიბურებით. მკურნალობა – ანტიბიოტიკოთერაპია.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 1206 times by 209 viewers
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ფილტვების თანდაყოლილი ცისტები – ცისტები შეიძლება იყოს ჰაერით ან სითხით ავსებული, ერთეული ან მრავლობითი. ისინი წარმოიქმნებიან ემბრიოგენეზის იმ პერიოდში, როდესაც ფორმირდება ბრონქები და ალვეოლები. ადრეულ სტადიებზე ორგანოგენეზის დარღვევის დროს ვითარდება ერთეული ცისტები, გვიან სტადიებზე - მრავლობითი ცისტები. კლინიკური სიმპტომატიკა დამოკიდებულია გართულებების არსებობაზე ან არარსებობაზე: ცისტის დაჩირქება, მისი გაღწევა პლევრის ღრუში, გულმკერდშიგა დაძაბვის სინდრომის განვითარება. ცისტის დაჩირქების დროს მატულობს ინტოქსიკაციის სიმპტომები, სხეულის ტემპერატურა. დაჭიმული ცისტები წარმოიქმნებიან სარქვლოვანი მექანიზმის არსებობისას მათი ბრონქთან შეერთების ადგილზე. დაჭიმული ცისტის კლინიკური სურათი ხასიათდება გულ – ფილტვის უკმარისობის სიმპტომებით. დაზიანების მხარეზე აღინიშნება კოლოფისებური ხმიანობა, სუნთქვა შესუსტებულია. მსგავსი სურათი აღინიშნება პნევმოთორაქსის დროსაც. რენტგენოგრამაზე და განსაკუთრებით ტომოგრამაზე ვლინდება ცისტის კონტურები, გულმკერდშიგა დაძაბვის სიმპტომები. მკურნალობა ოპერაციულია; გაურთულებელ შემთხვევებში პროგნოზი კეთილსაიმედოა.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 2187 times by 252 viewers
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
სახსრების პანარიციუმი – ფალანგთშორისი სახსრის სასახსრე ჩანთის დაჩირქება. დამახასიათებელია მკვეთრი ტკივილის სინდრომი, მაღალი ტემპერატურა; თითი გაბერილი, მკვეთრად მტკივნეულია, გამოხატულია მტკივნეულობა თითის ღერძზე დაკაკუნებისას. ზონდით გამოკვლევისას აღინიშნება მტკივნეულობა არა მხოლოდ სახსრის დონეზე მყესის ბუდის ზონაში, არამედ სხვა პარაარტიკულარულ ქსოვილებში. აუცილებელია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია. ტარდება რენტგენოლოგიური გამოკვლევა ძვლოვანი ქსოვილის დესტრუქციის გამოსარიცხავად. მკურნალობა კონსერვატულია მხოლოდ საწყის სტადიაში - სახსრის პუნქცია მასში ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების შეყვანით, მტევნის და თითის იმობილიზაცია ფუნქციური მდგომარეობაში. პანარიციუმის შორს წასულ შემთხვევებში და კონსერვატული მკურნალობის არაეფექტურობის დროს - ოპერაცია (ართროტომია, სახსრის ღრუს დრენირება). პროგნოზი სერიოზულია, თითის ფუნქცია ხშირად დარღვეულია.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 1539 times by 186 viewers


