Tag Archives: დეზორგანიზაცია

არითმია

არითმია – გულის შეკუმშვათა სიხშირის ან თანამიმდევრობის დარღვევა: რითმის გახშირება (ტაქიკარდია), ან შენელება (ბრადიკარდია), ნაადრევი შეკუმშვები (ექსტრასისტოლია), რითმის დეზორგანიზაცია (მოციმციმე არითმია) და ა. შ. არითმია შესაძლებელია გამოწვეული იყოს გულის კუნთის დაავადებით, ნევროზით, ალკოჰოლური ან ნიკოტინური ინტოქსიკაციით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი