Tag Archives: დივერტიკულები

ბარშონ – ტაშენფორდის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბარშონ – ტაშენფორდის სინდრომი – (სინ.: მრავლობითი ფუნქციონალური დივერტიკულები, დაკლაკნილი საყლაპავი) საყლაპავის დაავადება, რომელიც ხასიათდება მისი კედლების სპასტიკური შეკუმშვებით. კლინიკურად აღინიშნება დისფაგია, ხშირად არამუდმივი, ზოგჯერ ტკივილი გულმკერდის უკან, რომელიც ახდენს სტენოკარდიის სიმულაციას; დიაგნოსტირდება მხოლოდ რენტგენოლოგიურად. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული

Read More

დივერტიკულები

დივერტიკულები diverticula

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

დივერტიკულები ლორწოვანი გარსისა და ლორწქვეშა შრის პარკისებრი გამობერვა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კუნთოვანი შრის დეფექტებში. დივერტიკული შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. შეძენილი დივერტიკულები ვითარდება  ანთებითი ცვლილებების შედეგად.

საყლაპავის დივერტიკული ლოკალიზდება კისრის განყოფილებაში (70%), ტრაქეის ბიფურკაციის დონეზე (20%) და დიაფრაგმის ზევით (10%). ბიფურკაციური დივერტიკულები მიეკუთვნება ტრაქციულს, დანარჩენი – პულსურს.

Read More