Tag Archives: დისკო

ჩართული დისკოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩართული დისკოები – (disci intercalati)  გულის კუნთის ქსო­ვილის ბოჭკოებში უჯრედშორისი საზღვრები. თავისი ულტრასტრუქ­ტურით ჩართული დისკოები ანუ ფირფიტები დესმოსომების მსგავსია და მათ აქვთ არასწორი ზიგზაგისებრი ხაზის სახე, რომელიც წარ­მოქმნილია ორი მოსაზღვრე კუნთოვანი უჯრედის (კარდიომიო­ციტის) ციტოპლაზმური მემბრანებისაგან. ჩართულ დისკოებზე მთავ­რდება გულის კუნთის ბოჭკოების პროტოფიბრილები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის,

Read More

სარკომერი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სარკომერი – (sarcomerus ბერძნ. sarx, sarcos  –  ხორცი და meros  –  ნაწილი) მიოფიბრილების სტრუქტურული ერთეული, რომელიც შემოსაზღვრულია ორი მეზობელი ტელოფრაგმით. სარკომერის შემადგენლობაში შედის ღია ფერის (იზოტროპული) დისკოების ორი ნახევარი და ერთი მუქი (ანიზოტროპული) დისკო. სინ.ინოკომა, მიომერი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More