Tag Archives: დიფუზიის

ციტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოზი – 1. (cytosis ბერძნ. cytos – უჯრედი) ნივთიერებათა შესვლა უჯრედში ან მისგან გამოსვლა არა დიფუზიის გზით, არამედ პინოციტოზისა და ფაგოციტოზის მეშვეობით. არჩევენ ენდოციტოზსა (ნივთიერებების შესვლას უჯრედებში) და ეგზოციტოზს (ნივთიერებების გამოსვლას უჯრედებში). ტერმინები შემოიღო ა.ნოვიკოვმა (1963). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

რეაბსორბცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეაბსორბცია – 1. (რე… და აბსორბცია) (ფიზიოლ.), პირველადი შარდიდან წყლისა და მასში გახსნილი ნივთიერებების უკუშეწოვა თირკმლის მილაკებში მისი გავლისას, რაც განაპირობებს საბოლოო , ორგანიზმიდან გამოსაყოფი შარდის წარმოქმნას . 150 – 180 ლ პირველადი შარდიდან წარმოიქმნება 1,0 – 1,5 ლ საბოლოო შარდი. გკუკოზა, ამინომჟავები, ვიტამინები, Na+, K+, Ca++

Read More