Tag Archives: დოფამინის

ქრომაფინომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომაფინომა – 1. (chromaffinoma) კატექოლამინპროდუცირებადი სიმსივნე, რომელიც ვითარდება თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერებიდან ან თირკმელზედა ჯირკვლის გარე ქრომაფინული ქსოვილიდან. ქრომაფინომები შედგებიან ქრომაფინური უჯრედებისაგან რომლებიც ახდენენ კატექოლამინების სეკრეციას – ადრენალინის, ნორადრენალინის და დოფამინის. დაავადების საწყისი ნიშნები არასპეციფიკურია; ავადმყოფები უჩივიან სისუსტეს, ტაქიკარდიას, თავის ტკივილებს, თვბრუსხვევას, ემოციურ არამდგრადობას, ოფლიანობას, მადის დაქვეითებას,

Read More

სეგავის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სეგავის დაავადება – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც გადაეცემა ავტოსომურ – დომინანტური ტიპით და დაკავშირებულია ფერმენტ გუანოზინტრიფოსფატ ციკლოჰიდროლაზ l დეფიციტთან, რომელიც ახდენს დოფამინის სინთეზის ერთ – ერთი ეტაპის კატალიზებას. ვლინდება 4 – 8 წლის ასაკში, ხშირად გოგონებში, პარკონსონიზისა და კუნთოვანი დისტონიის შერწყმით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More