Tag Archives: დუღილის

სტრეპტოკოკები

სტრეპტოკოკები – 1. გრამდადებითი ბაქტერიები. შეუძლიათ შაქრებისა და სპირტების დუღილის გამოწვევა. ზოგიერთ პათოლოგიურ სტრეპტოკოკს შეუძლია სისხლის ერითროციტების დაშლა. სხვები იწვევენ ანგინას, წითელ ქარს, პნევმონიას, სეფსისს, დაჩირქებას და ა. შ. 2.  სფეროსებრი უმოძრაო ბაქტერები. გამრავლებისას წარმოქმნიან უჯრედთა ჯაჭვს;  პათოგენური სტრეპტოკოკები იწვევენ სტრეპტოკოკურ ინფექციას. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

საშიში ქიმიური ნივთიერებები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საშიში ქიმიური ნივთიერებები – (საქართველოს კანონიდან საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ) ნივთიერებები და პრეპარატები, რომლებიც მავნე ზემოქმედებას ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე და მიეკუთვნებიან ტოქსიკურობისა და საშიშროების შემდეგ კლასებს: ა) ფეთქებადი ნივთიერებები და პრეპარატები მყარ, თხევად, პასტისმაგვარ ან ლაბისებრ მდგომარეობაში, რომლებიც იწვევენ ეგზოთერმულ რეაქციას ატმოსფერული ჟანგბადის გარეშე და

Read More