Tag Archives: ებრი

უკანა ხვრელის ნაპრალი

უკანა ხვრელის ნაპრალი – (ქირურგ.) – უვითარდებათ იმ პირებს, რომელთაც აწუხებთ ქრონიკული შეკრულობები, რაც განპირობებულია დეფეკაციის დროს, მკვრივი საკვების ან წვრილი უცხო სხეულების გასვლის დროს, ზედმეტად გაჭინთვით. არსებობს მწვავე და ქრონიკული. სიმპტომები, მკურნალობა. ტკივილები დეფეკაციის დროს და მის შემდეგ მცირე ხანს. გასინჯვით და თითით რექტალური გამოკვლევით ვლინდება სფინქტერის სპაზმი, ლორწოვანი გარსის, პატარა ზომის, ზოლისებრი დეფექტი

Read More

ტვინის ქსელისებრი გარსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტვინის ქსელისებრი გარსი – (arachnoidea mater)  წარმოდგე­ნილია ნაზი ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის თხელი ფენით, რომელიც დაკავშირებულია კოლაგენური ელასტიკური ბოჭკოების ბადით ტვინის რბილ გარსთან. ქსელისებრქვეშა სივრცე შეიცავს ცერებროსპინურ სითხეს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More