Tag Archives: ელექტროლიტების

წყალ – მარილოვანი ცვლა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი … წყალ – მარილოვანი ცვლა – ორგანიზმში წყლისა და მარილების (ელექტროლიტების) შესვლის, მათი შინაგან გარემოში განაწილებისა და გამოყოფის პროცესების ერთობლიობა. წყალ – მარილოვანი რეგულაციის სისტემები უზრუნველყოფენ გახსნილი ნაწილაკების, იონური შემადგენლობისა და მჟავა – ტუტოვანი წონასწორობის მუდმივობას, ასევე ორგანიზმის სითხეების მოცულობასა და თვისებრივ შემადგენლობას. გაფრთხილება!  

ტოქსიკური სინდრომი (ბავშვებში)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტოქსიკური სინდრომი (ბავშვებში) – (ბერძ. Toxikos შხამიანი)  პათოლოგიური მდოგმარეობა ადრეული ასაკის ბავშვებში, რომელიც ვითარდება ინფექციური აგენტის ზემოქმედების პასუხად; ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით, პერიფერიული მიკროცირკულაციისა და ნივთიერებათა ცვლის  დარღვევით, ასევე ორგანიზმის მრავალი სისტემისა და ორგანოს ფუნქციის მოშლით. კლინიკური სურათი დამოკიდებულია ტოქსიკური სინდრომის ფორმაზე; ნეიროტოქსიკოზისათვის დამახასიათებელია უეცარი დასაწყისი,

Read More