სანგვინიკი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სანგვინიკი – (ფსიქოლოგია) (ლათ. san – quis – სისხლი) სუბიექტი, რომელსაც გააჩნია ტემპერამენტის ოთხი ტიპიდან ერთ – ერთი, დამახასიათებელი მაღალი ფსიქიკური აქტივობით, ენერგიულობით, შრომისუნარიანობით, ცოცხალი და სწრაფი მოძრაობით, მიმიკის მრავალფეროვნებითა და სიმდიდრით, მეტყველების სწრაფი ტემპით. სანგვინიკს ახასიათებს შთაბეჭდილებათა სწრაფი ცვლა, გარემომცველ მოვლენებზე სწრაფი და ადვილი რეაგირება, თანაზიარობა.