Tag Archives: ეპითელიუმისა

შუალედური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუალედური  უჯრედები – (cellulae medianae)   კუჭის ფუნდუსის ჯირკვლების ყელის ნაწილის  უჯრედები. ისინი ასრულებენ კამბიუმის როლს კუჭის ეპითელიუმისა და ფუნდუსის ჯირკვლების ეპითელიუმისთვის, რომლის შემადგენლობაში შედის აგრეთვე მთავარი, შემომფენი  –  პარიესული ანუ საფარი და დამა­ტებითი  უჯრედები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება!

Read More

შარდის გამომტანი გზების ლორწოვანი გარსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარდის გამომტანი გზების ლორწოვანი გარსი – (tunica mucosa)   ყველა შარდის გამომტანი გზების შიგნითა გარსი. შედგება გარდამავალი ეპითელიუმისა და ლორწოვანი გარსის საკუთარი ფირფი­ტი­საგან (ფაშარი ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილი). არ შეიცავს კუნთოვან ფირფიტას. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More