Tag Archives: ერბის

მწყერის რიტმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მწყერის რიტმი – გულის სამწევრა რიტმი, რომელიც მოგვაგონებს მწყერის ხმას. ვლინდება აუსკულტაციით გულის მანკიან (მიტრალური სტენოზი) ავადმყოფებში. განპირობებულია დამატებითი ტონის გაჩენით – მიტრალური სარქვლის გაღების ტკაცუნით. 2.  მეორე ტონის გაორება, მოისმინება გულის მწვერვალსა და ბოტკინ – ერბის წერტილში (იხ.) აღინიშნება მარცხენა წინაგულ – პარკუჭის ხვრელის დავიწროების დროს.

Read More

კლუმპკეს დამბლა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კლუმპკეს დამბლა – ვითარდება ბრაქიალური მხარის წნულის დამბლის დროს, ან ამ წნულის ინერვაციაში შემავალი კუნთების სრული დამბლა ანდა ე.წ. ზედა ან ქვედა დამბლა. ზედას ეწოდება ერბის დამბლა (იხ.), ქვედას კი კლუმპკესი, რომლის დროსაც ზიანდება კისრის მერვე და გულ – მკერდის პირველი ნერვი. იგი ვრცელდება ტენარისა და ჰიპოტენარის

Read More