Tag Archives: ერითროპოეზი

ნიშამენის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნიშამენის დაავადება – ნიშამენის სინდრომი. თანდაყოლილი ოჯახური პოლიციტემია. მემკვიდრეობითი პოლიციტემიის იშვიათი ფორმა, შესაძლოა გადაცემის ავტოსომურ – დომინანტური ტიპი. კანისა და ლორწოვანი გარსების ინტენსიური მოწითალო – მოლურჯო შეფერვა. ადგილი არა აქვს არც სისხლძარღვთა, არც სასუნთქი აპარატის არც ნევროლოგიურ დარღვევებს. ელენთა და ღვიძლი გადიდებული არ არის. ბავშვის განვითარება ნორმალურია.

Read More

ერლიხის ტიპის აპლაზიური ანემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ერლიხის ტიპის აპლაზიური ანემია – უცნობი ეტიოლოგიის შეძენილი დაავადება. დამახასიათებელია ანემია და ლეიკოთრომბოციტოპენია. ძვლის ტვინში მიელოკარიოციტების შემცირება 5.000 – 10.000 – მდე. ნაკლებად მძიმე ფორმები ცნობილია ჰიპოპლაზიური ანემიის სახელწოდებით. ცალკე გამოიყოფა პარციალური (“წითელქუდოვანი”) ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია, ერითრობლასტოფტიზი, რომლის დროს პროცესში უმთავრისად ჩართულია ერითროპოეზი, თრომბოციტოპოეზის ნაწილობრივი შენახვით. დაავადება

Read More