Posts Tagged ‘ექსკორიაცია’
გამოყენება: კანის ყველა ტიპის დამწვრობა, ქიმიური, თერმული და რადიაციულის ჩათვლით, მოყინვა, წითელი ქარი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას ჩირქოვანი ნადებებისგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციას და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას, აჩქარებს შეხორცებით პროცესს.
ხმარების წესი: ჭრილობის (დამწვარი) ზედაპირის შესაბამისი ანტისეპტიური (3% წყალბადის ზეჟანგის) ხსნარით დამუშავების შემდეგ, დავაფარებთ მიტკლის ნაჭერზე ან სამფენა დოლბანდზე თხელი ფენით წასმულ მალამოს. შემდეგ გადავახვევთ. ჭრილობა უნდა დამუშავდეს და ნახვევი გამოიცვალოს 24 საათში ერთხელ.
არ იწვევს ალერგიული რეაქციებს, უკუჩვენება არ გააჩნია.
შენახვის ვადა: 3 წელი, ინახება მშრალ გრილ ადგილას.
წამლის ფორმა: 25გ. ალუმინის ტუბი.
__________________________________________________
სოციოლოგიური გამოკითხვა
Viewed 9842 times by 3947 viewers



