Posts Tagged ‘ვასილ შენგელია’
1. ფინანსური მდგომარეობის ანალიზი
ფინანსური მდგომარეობის ანალიზის ძირითადი მიზანი
2. ფინანსური (საბუღალტრო) ანგარიშგების ანალიზი
3. ფინანსური საქმიანობის ანალიზის ძირითადი მიმართულებები
_______________________________________________________
Viewed 430 times by 148 viewers

როგორ ვიპოვოთ ინვესტორი
კარგი ბიზნეს-გეგმა ინვესტიციის მოზიდვის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი ელემენტია.
ბიზნეს-გეგმის მომზადების შემდეგ იწყება ინვესტორის ძიების ხანგძლივი და რთული პროცესი.ბუნებრია ეს პროცესი (ინვესტიციის მოზიდვის პროცესი), თვით მოითხოვს რესურსებს (დროს, ენერგია, ფულს და ა.შ), ხშირად ჩასატარებელი ხდება სამუშაოები, რომლებსაც თქვენ “ჩქმალავდით”, მაგალითად- დამატებითი მარკეტინგული კვლევები და ა.შ.
ინვესტიციების ძიების პროცესი, პირობითად სამ ნაწილად შეიძლება გავყოთ:
- ბიზნეს-გეგმის მომზადება
- პირისა თუ ორგანიზაციის ძიება, რომელიც თანახმაა განიხილოს თქვენს დარგში ინვესტიციის ჩადების საკითხი
- მისი დარწმუნება, რომ ღირს თქვენს პროექტში ინვესტიციის ჩადება.
სურვილისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებისათვის რესურსების არსებობის შემთხვევაში.უპრიანია მიმართოთ სპეციალიზებულ სამსახურებს.
ინვესტიციების ძიების საკონსულტაციო ფირმების არჩევა და მათთან ურთიერთობის ზოგიერთი სპეციფიკა:
1. უნდა გვესმოდეს, საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურების ფირმები არ არიან საინვესტიციო ინსტიტუტები. ისინი მხოლოდ ყიდიან თავიანთ მომსახურე მას, ცოდნას, მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას . ეს არის მათი შემოსავლის წყარო. ისინი არ არიან საინვესტიციო ინსტიტუტები. ამდენად, როცა მათ მიმართავთ უნდა გქონდეთ რესურსი შეიძინოთ მათი მომსახურებები. თუკი ამგვარი რესურსი არა გაქვთ, მათთვის მიმართვა უაზრობაა. პირიქით ასეთმა წინადადებამ შეიძლება უარყოფითი იმიჯი შეგიქმნათ.
2. საკონსულტაციო ფირმის შერჩევისას უნდა ეცადოთ, შეარჩიოთ ფირმა, რომელ საც თქვენს სფეროში (დარგში) მუშაობის გამოცდილება აქვს.
3. აუცილებლად დადგება საკითხი უცხოური ფირმა შეარჩიოთ თუ ადგილობრივი. ორივეს აქვს თავისი პლიუსები და მინუსები. ოპტიმალურად გვეჩვენება, შეირჩეს ადგილობრივი ფირმა, რომელსაც აქვს უცხოურ კოლეგებთან აქტიური საქმიანი ურთიერთობები.
4. საჭიროა, კარგად გაერკვეთ, რა მომსახურებებს გთავაზობთ საკონსულტაციო ფირმა და მათგან რომელი მომსახურების შეძება გსურთ თქვენ.
…. <<< წინა გვერდი ….
სოციოლოგიური გამოკითხვა
Viewed 2178 times by 780 viewers

ნებისმიერი შემოთავაზებული ბიზნეს გეგმის ფორმა იძლევა მხოლოდ ზოგად წარმოდგენას. ყოველ ბიზნესს კი აქვს თავისებურებანი. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება არსებობდეს ყოველი შემთხვევისათვის გამოსადეგი რაღაც სტანდარტული გეგმა. არსებობს ნებისმიერი ბიზნეს გეგმის შედგენის ერთი პრინციპი: ის ყოველთვის უნდა იყოს მოკლე. მართალია, ზოგჯერ პრობლემის ადეკვატურად ასახსნელად საჭიროა, უფრო ვრცელი მასალა, მაგრამ ამავე დროს მკითხველს არ უნდა შეუნელდეს ინტერესი, არ უნდა იყოს ზედმეტად გადატვირთული. პროექტების უმრავლესობისათვის საკმარისია 10-20 გვერდის მოცულობა. წარმოდგენილი ბიზნეს გეგმის შინაარსი არის მხოლოდ სქემა, ამიტომ საკუთარი ბიზნეს გეგმის შედგენისას ის თქვენი შეხედულებისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუმცა ყველა მთავარი მომენტი მაინც უნდა აისახოს. ამიტომ მის შედგენას სათანადო ყურადღებით მოეკიდეთ.
1. რეზიუმე
1.1 გეგმის მიზანი;
1.2 ფინანსირების საჭიროება, მისი დანიშნულება და მიზანი;
1.3 ბიზნესის და მისი სამიზნე მომხმარებლის მოკლე აღწერა;
რით განსხვავდება თქვენი ბიზნესი კონკურენტებისგან;
კონკრეტულად რამ უნდა აღძრას ნდობა თქვენი ბიზნესისადმი
(საანგარიშო მასალები, ხელმძღვანელის კვალიფიციურობა და ა.შ.);
ამონარიდები ძირითადი ფინანსური მონაცემებიდან.
2. მიზნები და ამოცანები.
2.1 იდეის ანალიზი
2.2 საქმიანობის ძირითადი მამართულებები და მიზნები;
2.3 წარმოების დარგების დახასიათება.
3. პროდუქტი (მომსახურება)
3.1 პროდუქციის (მომსახურების ) აღწერა და გამოყენება;
3.2 განმასხვავებელი ნიშან-თვისებები და უნიკალობა;
3.3 თქვენი ბიზნესისათვის საჭირო ტექნოლოგია და კვალიფიკაცია;
ლიცენზია/ საპატენტო უფლებები;
3.4 პოტენციალი.
4. ბაზრის ანალიზი
4.1 მყიდველი;
4.2 კონკურენტები (მათი ძლიერი და სუსტი მხარეები);
4.3 ბაზრის სეგმენტები;
4.4 ბაზრის ტევადობა და მისი ზრდის შესაძლებლობა;
4.5 შეფასებითი დონე ბაზარზე;
4.6თქვენი კლიენტურის შემადგენლობა;
4.7 კონკურენციის გავლენა
5. მარკეტინგული გეგმა
5.1 მარკეტინგული განლაგება (პროდუქციის /მომსახურების კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა)- პროდუქციის /მომსახურების ძირითადი მაჩვენებლების შედარება კონკურენტებისაზე?
5.2 ფასწარმოქმნა;
5.3 საქონლის გავრცელების სქემა;
5.4 გაყიდვების სტიმულირების მეთოდები.
6. წარმოების გეგმა
6.1 სათავსოების და ფართების განლაგება;
6.2 აღჭურვილობა;
6.3 ძირითადი მასალებისა და აღჭურვილობების მოწოდების
წყაროები;
6.4 ქვემოიჯარეების გამოყენება.
7. მმართველი პერსონალი
7.1 ძირითადი ხელმძღვანელი გუნდი;
7.2 მმართველი გუნდის ანაზღაურება /წახალისება;
7.3. პერსონალის შემადგენლობის რაოდენობის განსაზღრვის დასაბუთება.
8. საჭირო სახსრების მოცულობა და მიღების მოსალოდნელი წყარო
8.1 საჭირო სახსრების მოცულობა;
8.2 საიდან ვარაუდობთ ამ თანხის მიღებას, რა ფორმით და რა ვადებში;
8.3 თანხების დაბრუნების ვადები.
9. ფინანსური გეგმის ძირითადი პუნქტები და რისკების შეფასება.
9.1 გაყიდვების მოცულობა, მოგება, თვითღირებულება და ა.შ.
9.2 რისკი და მისი თავიდან აცილების ხერხები.
10. დეტალური ფინანსური გეგმა (ბიუჯეტი)
10.1 გაყიდვების მოცულობის პროგნოზი;
10.2 შემოსავლისა და ზარალის შეფასება;
10.3 ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი (პირველ წელს-ყოველთვიური,
შემდგომში-ყოველკვარტალური);
10.4 წლიური საბალანსო უწყისი.
სოციოლოგიური გამოკითხვა
Viewed 1373 times by 610 viewers



