Posts Tagged ‘ვიტამინები’
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
აკნე – კანის დაავადება, რომელიც წარმოიქმნება უპირატესად პუბერტულ პერიოდში და ხასიათდება ცხიმოვანი ჯირკვლების ჩირქოვან – ანთებითი დაზიანებით. ეტიოლოგია ცნობილი არ არის. პათოგენეზი განპირობებულია სებორეით, რომლის გართულებასაც იგი წარმოადგენს. ძირითად როლს ასრულებს კანის ცხიმის ბაქტერიოციდულობის დაქვეითება, რაც იწვევს საპროფიტული კოკური ფლორის აქტივიზაციას. კლინიკური სურათი ხასიათდება გამონაყრის ელემენტების ევოლუციური პოლიმორფიზმით, რომლებიც მდებარეობენ სებორეულ უბნებზე (სახე, მკერდი, ზურგი). კომედონების (ცხიმიანი საცობები) ფუძეში წარმოიქმნება ანთებითი კვანძები, რომლებიც ტრანსფორმირდებიან სხვადასხვა სიდიდისა და სიღრმის ჩირქგროვებად. ზოგიერთ შემთხვევაში დაჩირქება იწყება კანის ღრმა შრეებიდან და იწვევს რბილი, ნახევარსფეროსებრი კვანძების წარმოქმნას. პუსტულების შემცველობა შრება, წარმოქმნის ქერქებს, რომელთა მოძრობის შემდეგ რჩება მოლურჯო – ვარდისფერი ლაქები ან ნაწიბურები. ღრმა ფერისმჭამელები მტკივნეულია. მკურნალობა დამოკიდებულია პროცესის სიღრმეზე და მის გავრცელებაზე. მიმე შემთხვევებში – ინიშნება ანტიბიოტიკების განმეორებითი კურსები, იმუნოპრეპარატები, ვიტამინები, დეზინფექციური ადგილობრივი საშუალებები; იზღუდება ცხიმიანი ცხარე საკვები; საჭიროა ნერვულ – ენდოკრინული დარღვევების კორექცია. პროგნოზი კეთილსაიმედოა; ჩვეულებრივ 20 – 25 წლის ასაკში აღინიშნება სპონტანური გამოჯანმრთელება. ღრმა ფორმების შემდეგ რჩება ნაწიბურები. პროფილაქტიკა ითვალისწინებს სებორეის მკურნალობას.
ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები
Viewed 1975 times by 333 viewers
აბორტი ინფიცირებული – თავისთავადი ანუ სპონტანური აბორტის ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს შესაძლებელია მოხდეს საშოდან აღმავალი ინფექციის განვითარება (სტაფილოკოკი, ქლამიდიები, ეშერიხიები, სტრეპტოკოკი და სხვ.), ენდომეტირუმისა და სანაყოფო კვერცხის შემდომი ინიფიცირებით. Read the rest of this entry »
Viewed 2494 times by 306 viewers


