Posts Tagged ‘ვიტამინი’
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ქრონიკული ფარინგიტი – ხახის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთება. განასხვავებენ ატროფიულ, კატარულ და ჰიპერტროფიულ ფორმებს. ვითარდება მწვავე ფარინგიტის შემდეგ, თუკი დროზე არ იქნა მოხსნილი გამაღიზიანებლები, რომელიც მოქმედებენ ხახის ლორწოვან გარსზე. ქრონიკული ფარინგიტის წარმოქმნას ხელს უწყობს სურდო, ტონზილიტი, ცხვირის დანამატი ღრუების ჩირქოვანი ანთებები, კბილების კარიესი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, გულის, ფილტვების, თირკმელების დაავადებები და სხვ. სიმპტომები. ყელში სიმშრალის, ჩაფხაჭნის, წვის შეგრძნება, არაიშვიათად მშრალი ხველა, ხმის ადვილად დაღლა. ფარინგოსკოპიით ხახის უკანა კედელი ლორწოვანი გარსი მშრალი, განლეული, ფერმკრთალი, მბზინავი, თითქოსდა ლაქითაა დაფარული; ხშირად აღინიშნება ლორწო, რომელიც შრება და წარმოქმნის ქერქებს. მკურნალობა სიმპტომატურია: გამოსავლები ტუტე ხსნარებით, ზეთოვანი და ტუტე ინჰალაციები, ლორწოვანის დაუშავება გლიცერინიანი ლუგოლის ხსნარით; შიგნით მისაღებად ვიტამინი А, კალიუმის იოდიდის 3% – იანი ხსნარი. კატარული და ჰიპერტროფიული ქრონიკული ფარინგიტი. სიმპტომები: ყელში ჩაფხაჭნის, წვის, უცხო სხეულის შეგრძნება, ზომიერი ტკივილი ყლაპვის დროს, ხახაში მცირე რაოდენობის წებვადი ლორწოვანი გამონაყოფის დაგროვება, გასაკუთრებით ჰიპერტროფიული ფარინგიტის დროს, რაც იწვევს ამოხველების მუდმივ საჭიროებას. ამოხველება განსაკუთრებით ძლიერია დილაობით, ზოგჯერ ახლავს გულისრევა და ღებინება. ფარინგოსკოპიით: ხახის ლორწოვანი გარსის გასქელება და დიფუზური ჰიპერემია, აღინიშნება წებვადი ლორწოვანი ან ლორწოვან – ჩირქოვანი სეკრეტი; გადიდებულია ფოლიკულების ცალკეული ჯგუფები. რბილი სასა და ნაქი შეშუპებული და გასქელებულია. ფარინგიტის ჰიპერტროფიული ფორმის დროს აღნიშნული სიმპტომები მეტადაა გამოხატული. ხახის უკანა კედლის ლიმფოიდური ქსოვილის დაგროვებას და გადიდებას, ე. წ. გრანულებს აღნიშნავენ როგორც ,,გრანულოზური ფარინგიტს”, ხოლო ლიმფოიდური ქსოვილის ჰიპერტროფიას ხახის გვერდით კედლებზე წითელი ფერის მორგვების სახით ატარებს სახელწოდებას – ,,გვერდითი ფარინგიტი”. ამ ტერმინით აღნიშნავენ ფარინგიტის ჰიპერტროფიულ ფორმებს.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 5206 times by 511 viewers
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ქოლინი – B ჯგუფის ვიტამინი; მონაწილეობს ფოსფოლიპიდების წარმოქმნაში, შედის აცეტილქოლინის შემადგენლობაში; შეიცავს მარცვლეული, ჭარხალი და სხვ. პრეპარატი ქოლინი, რომელიც მიღებულია სინთეზურად გამოიყენება ათეროსკლეროზის, ღვიძლის დაავადებების მკურნალობაში და სხვ.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 1039 times by 248 viewers
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ქეილიტი – ტუჩის წითელი ქობის, ლორწოვანი გარსისა და კანის ანთება. ეტიოლოგია: სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, საფუარის სოკო, ხანგრძლივი დასხივება, საპროთეზო მასალები, ტუჩის საცხი და სხვ. პათოგენეზი დაკავშირებულია ვიტამინი В დეფიციტთან, მედიკამენტების მიმართ ალერგიულ მგრძნობელობასთან. გარკვეული მნიშვნელობა აქვს ენდოკრინულ დარღვევებს და კბილების არაჰიგიენურ მდგომარეობას. სიმპტომები. ტუჩები შეშუპებული, ჰიპერემიულია, წითელ ქობაზე აღინიშნება აქერცვლა, ქერქები, ეროზიები, ნახეთქები; პირის კუთხეებში აპკები და ნახეთქები. მკურნალობა. ვიტამინები B2, B5, А, ანტიჰისტამინური პრეპარატები; არაიშვიათად აქვს გახანგრძლივებული მიმდინარეობა. პროფილაქტიკა: პირის ღრუს სათანადოდ მოვლა, დროული სანაცია.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 2569 times by 371 viewers


