Posts Tagged ‘ზემოქმედება’
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ქრონიკული კონიუნქტივიტი – (თვალის დაავ.) – ეტიოლოგია. მტვერით, კვამლით, ქიმიური და სხვა ნივთიერებებით თვალზე ხანგრძლივი ზემოქმედება, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებები, გლისტური ინვაზიები, ანემიები, კვების უკმარისობა, ავიტამინოზები, ცხვირხახის და ცხვირის დანამატი ღრუების ქრონიკული დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დაავადებები, არაკორეგირებული შორსმხედველობის, პრესბიოპიის, ასტიგმატიზმის დროს აკომოდაციის ზედმეტად დაძაბვა. სიმპტომები. ქუთუთოებზე სიმძიმის, თვალების დაბინძურების შეგრძნება, წვა, ცრემლდენა, თვალის სწრაფი დაღლა. კონიუნქტივა ჰიპერემიულია, გაფაშრებული, გამონადენი მწირია. ვითარდება ბლეფარიტი.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 2140 times by 314 viewers
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ფსიქოთერაპია – (ფსიქოლოგია) (ბერძ. psyche – სული და therapeia – მკურნალობა, მოვლა) კომპლექსური ვერბალური ან არავერბალური ზემოქმედება ემოციებზე, მსჯელობებზე, ადამიანის თვითშეგნება მრავალი ფსიქიკური, ნერვული და ფსიქოსომატური დარღვევებისას. პირობითად განასხვავებენ კლინიკურად ორიენტირებულ ფსიქოთერაპიას, რომელიც მიმართუილია არსებული სიმპტომატიკის შესამსუბუქებლად ან მოსახსნელად, და პიროვნულად ორიენტირებულ ფსიქოთერაპიას, რომლის ამოცანაა დაეხმაროს პაციენტს სოციალური გარემოცვისადმი მისი დამოკიდებულებისა და საკუთარი პიროვნების შეცვლაში. კლინიკური ფსიქოთერაპიის მეთოდია ჰიპნოზი, აუტოგენური ვარჯიში, შთაგონება და თვითშთაგონება, რაციონალური თერაპია. პიროვნულად ორიენტირებული ფსიქოთერაპია (ინდივიდუალური და ჯგუფური) ფართოდ იყენებს ავადმყოფის კონფლიქტური განცდების ანალიზის სხვადასხვა ვარიანტებს (იხ. კონფლიქტი). ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიაში სამკურნალო ზემოქმედების ეფექტურობის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს ექიმისა და ავადმყოფის ფსიქოთერაპიული კონტაქტი, რომელიც დამყარებულია პატივისცემასა და ნდობაზე, ექიმის უნარზე უთანაგრძნოს ავადმყოფს (იხ. ემპათია). თერაპიული ზემოქმედების აქტივობისათვის ფართოდ გამოიყენება შრომითი თერაპია, ჯგუფური ფსიქოთერაპია, ოჯახური ფსიქოთერაპია, რომლებიც ხელს უწყობენ ავადმყოფის კომპენტენტურობის ზრდას პიროვნებათშორის ურთიერთობებში, მისი თვითშეგნებისა და თვითრეგულაციის უნარის სრულყოფას.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 4445 times by 571 viewers
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ფეტოპათიები – (ლათ. fetus – შთამომავლობა) ნაყოფის დაავადებების და მისი ფუნქციონალური დარღვევები, რომელიც წარმოიქმნება მუცელშიგა განვითარების მე – 3 – მე – 4 თვეზე. მიზეზი შესაძლოა იყოს დედის დაავადებები, ინფექციური დაავადებები, ორსულობის გართულებები, ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება და სხვ.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 879 times by 212 viewers


