Tag Archives: ზუსტდება

შლაიტერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შლაიტერის დაავადება – დიდი წვივის ძვლის ოსტეოქონდროპათია. შესაძლებელია იყოს ერთმხივი ან ორმხრივი. ვითარდება 10 – 15 წლის ასაკის ბავშვებში, უფრო ხშირად ბიჭუნებში. ვლინდება ტკივილით, შეშუპებით. დიაგნოზი ზუსტდება რენტგენოლოგიურად. მკურნალობა – კონსერვატულია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შისტოსომოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შისტოსომოზები – ტროპიკული ჰელმინთოზი, რომელსაც იწვევს ტრემატოდები. ადამიანის დასნებოვნება შისტოსომების ლავრებით ხდება ბანაობისას, თეთრეულის რეცხვის და წყალთან სხვა კონტაქტების დროს. ლავრის ჩანერგვის ადგილზე ვითარდება დერმატიტი. ინკუბაციური პერიოდის შემდეგ ვითარდება შისტოსომოზის ზოგადი სურათი: ცხელება, თავის ტკივილი, ტკივილები ზურგსა და კიდურებში, შემცივნება, ოფლიანობა, ჭინჭრის ცხელება, შესაძლებელია სუნთქვისა და გულ

Read More